ამონარიდები ანტონ ჩეხოვის პიესებიდან…
“მამაკაცებს ბევრი რამ არ გესმით.ქალს,რასაკვირველია,ხელმოცარული კაცი უფრო მოეწონება,ვიდრე ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილი,რადგან ჩვენ მოქმედი სიყვარული გვხიბლავს,გესმის? ისეთი სიყვარული,ჩვენგან დიდ გარჯას რომ მოითხოვს.მამაკაცები საქმით ხართ გართული და სიყვარული თქვენთვის მეორეხარისხოვანი ამბავია.ცოლს დაელაპარაკებით,ერთი-ორჯერ ბაღში გაასეირნებთ,სასიამოვნო დროს გაატარებთ; მერე მის საფლავზე ცრემლს დაღვრით და ამით გათავდება ყველაფერი! ჩვენთვის კი სიყვარული მთელი სიცოცხლეა.მე შენ მიყვარხარ,მაშასადამე,ვოცნებობ,გაჭირვების ჟამს მხარში ამოგიდგე,გაგამხნევო,შენზე ვიზრუნო,სულ შენთან ვიყო.მთაზე ახვალ,იქ ამოგყვები,ორმოში ჩავარდები,ჩაგყვები…” - (ივანოვი)
* * *
“სიყვარული მით უფრო ძლიერია,რაც უფრო დიდი გარჯა გაქვს მისთვის გაწეული.ესე იგი,უფრო მძაფრად განიცდი მაშინ…” – (ივანოვი)
* * *
“მე ადამიანის სისასტიკე მაშფოთებს…” - (ივანოვი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“კარგი ადამიანები ჭორებისა და ცილისწამების საზრდოდ არიან გაჩენილნი”. - (ივანოვი)
* * *
“არამც და არამც ებრაელი ქალი არ ითხოვოთ,არც ფსიქოპათი,არც “ლურჯი წინდა” (ასე მოიხსენიებდნენ რუსეთში სწავლა-განათლებას გადაყოლ ქალს. – ავტორი გენია.ჯი)… ისევ საშუალო რამ აირჩიეთ,ჩვეულებრივი,უფერული – არც კარგი იყოს,არც ცუდი… და საერთოდ,შაბლონის მიხედვით იცხოვრეთ! რაც უფრო უფერული,მონოტორული იქნება ფონი,მით უკეთესია,დამიჯერეთ.მარტოკაცი ათასების წინააღმდეგ ნუ გაილაშქრებთ,ქარის წისქვილებს ნუ შეებრძოლებით,შუბლით კედლის განგრევას ნუ შეეცდებით… ღმერთმა დაგიფაროთ ყოველგვარი რაციონალური მეურნეობისგან,არაჩვეულებრივი სკოლებისგან,მგზნებარე გამოსვლებისგან… თქვენს ნაჭუჭში ჩაიკეტეთ და ჩუმად,შეუმჩნევლად აკეთეთ თქვენი პატარა,ღვთით კურთხეული საქმე.ეს უფრო სანდოა,დამიჯერეთ,უფრო პატიოსანი და ჯანსაღიც არის…” - (ივანოვი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“იმისათვის,რომ აწმყოში ფეხი მოვიკიდოთ,ჯერ ჩვენი სამარცხვინო წარსული უნდა გამოვისყიდოთ.ამის გამოსყიდვა კი მხოლოდ ტანჯვით,არაადამიანური,გამუდმებული შრომით შეიძლება!” – (ალუბლის ბაღი)
* * *
“საქმეს უნდა მოეკიდო და მაშინ მიხვდები,რა ცოტაა ამქვეყნად ნორმალური,წესიერი და პატიოსანი ადამიანი!..” - (ალუბლის ბაღი)
* * *
“უნდა მოვეშვათ საკუთარი თავით აღტაცებას… შრომაა საჭირო,შრომა!” - (ალუბლის ბაღი)
* * *
“სიკვდილის შიში ცხოველური გრძნობაა.ადამიანმა იგი უნდა დათრგუნოს.შეგნებულად სიკვდილის მარტო იმას ეშინია,ვისაც იმქვეყნიური არსებობისა სწამს და დარწმუნებულია,რომ ჯოჯოხეთში ცოდვებისათვის პასუხს მოსთხოვენ”. – (თოლია)
* * *
“თუ ჩემი სიცოცხლე დაგჭირდეს ოდესმე,მოდი და წაიღე…” - (ალუბლის ბაღი)