ამონარიდები გრიგოლ ძოწენიძის მოთხრობებიდან…
“ქალური ცნობისმოყვარეობა ინსტიქტზე ძლიერია; როგორც ტარაბაგანა,ქალი ხშირად მსხვერპლი ხდება თავის ქალური ცნობისმოყვარეობისა.მონღოლეთში მონადირეებმა კარგად იციან,რომ მფრთხალი ტარაბაგანას უცნაური ცნობისმოყვარეობა მის შიშზე და თავდაცვის ინსტიქტზე ძლიერია.მონადირენი ჩასაფრებულნი ტარაბაგანას დაანახვებენ რაიმე წითელ ნაჭერს,ის კი დაინტერესებული,”ვნახო,ეს რა არისო”,თავს გამოჰყოფს საფარიდან და მსხვერპლი ხდება მონადირის ტყვიისა.ასე ტრაგიკულ შედეგამდე მიჰყავს ხანდახან ქალი ქალურ ცნობისმოყვარეობას”. - (მედალიონი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ქალის თავისუფლება ჰგავს თოკზე გამობმულ ჩიტს,რომელსაც ფრენა შეუძლია მხოლოდ განსაზღვრულ მანძილზე,შემდეგ კი ფრთის ან ფეხის მოტეხა შეიძლება”. - (მედალიონი)
* * *
“ასეთია მოდა: იგი თვით სილამაზესაც წარყვნის.ამიტომ ძველი მოქანდაკენი სიყვარულის ქალღმერთს ყოველთვის წარმოსახავდნენ შიშველს.მართალია,აფროდიტე,როგორც გრძელ,ისე მოკლე სამოსში მშვენიერი იქნებოდა,მაგრამ დედამიწაზე რომ ჩამოვიდეს ეს მაღალი ოცნების ნაყოფი და არამოდურ სამოსში გამოწყობილმა ღვთაებრივი ღიმილით,გრაციით გაიაროს ხალხით სავსე პროსპექტზე,იტყვიან: პროვინციელი სოფლის ტურფააო და ყურადღებას არ მიაქცევენ,ვიდრე მშვენიერ კურტიზანკას.
მოდა ქმნის გემოვნებას და მასავით სწრაფად ცვალებადია.მოდა ადამიანს აბრმავებს”. – (მედალიონი)
* * *
“ყოველთვის ნიჭიერება და მონდომება კი არ ზეიმობს გამარჯვებას,ხშირად ბრმა შემთხვევასაც შეუძლია ადამიანთა ბედის განსაზღვრა”. – (ბედთან თამაში)
* * *
” – ცოცხალს ერიდე,ბიძიკო,ცოცხალს,მკვდარი რას დაგაკლებს!” - (ბედთან თამაში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ალბათ,ქრისტიანული ეკლესია იმიტომ აშენებდა ასე დიდებულ ტაძრებს,რომ ხალხს ეკლესიის თაღებქვეშ საკუთარი თვალით აღექვა რაც ხდებოდა მაღლა ზეცაში…” – (ყაჩაღანა) – (ავტორი გენია.ჯი)