ამონარიდები ვირჯინია ვულფის რომანიდან – “მისის დოლოვეი”
“სიმართლე ისაა,რომ ადამიანებს არც გული შერჩენიათ,არც სიკეთე,არც რწმენა.არ იციან,რა არის ქველმოქმედება.მხოლოდ წუთიერ სიამოვნებაზე ფიქრობენ.ჯოგურად ნადირობენ,უდაბნოს ქვიშაზე კვალს ტოვებენ და ყვირილით ინთქმებიან უდაბნოში.დაცემულებს მარტო ტოვებენ.მუდამ ამაზრზენი ნიღბები უკეთიათ.მატყუარები არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“წარსული და ცხოვრებისეული გამოცდილება შინაგანი სიმდიდრით გვავსებს.თუკი ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ შეგვიყვარდება,მოვიპოვებთ ძალას (რომელიც ახალგაზრდებს არა აქვთ),რომლის წყალობითაც შეგვიძლია,გაბედულად დავსვათ წერტილი,როცა გვსურს.გავაკეთოთ ის,რაც გვინდა.აღარ გვაინტერესებს,რას იტყვის ხალხი.ცხოვრებისაგან აღარაფერს მოველით”.
* * *
“ზომიერებას ჰყავს და, ნაკლებად მოღიმარი,შიშის მომგვრელი,მრისხანე ქალღმერთი,რომელიც დღესაც კი დადის ინდოეთის ცხელ ქვიშაში,აფრიკის ტალახში,ლამსა და ჭაობებში,ლონდონის ღარიბ გარეუბნებსა და ყველგან,სადაც კლიმატი და ეშმაკი აიძულებს ადამიანებს,უარყონ ჭეშმარიტი სარწმუნოება.ის ანგრევს ტაძრებს,ამსხვრევს კერპებს და მათ ნაცვლად თავის პირქუშ,მრისხანე კერპს დგამს.სხვის ტაძარში თავის სასტიკ მეუფებას ავრცელებს.მას სახელად სარწმუნოებაზე მოქცევა ჰქვია.სუსტი ადამიანების სურვილებითა და ნებისყოფით სულდგმულობს.უყვარს,როდესაც ყველაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს,იმორჩილებს,ნუსხავს და ატყვევებს.აღმერთებს თავის სახეს და სიხარულით ივსება,როდესაც ხალხის სახეებზე თავის ნაკვეთებს ხედავს.ჰაიდ-პარკში ქადაგებს.თეთრ სუდარაში გამოწყობილი,ქარხნებსა და პარლამენტებში,მონანიე სახით შედის.მეგობრულ სიყვარულს ქადაგებს.ხალხს დახმარების ხელს უწვდის,მაგრამ სინამდვილეში უსაზღვრო ძალაუფლების მოპოვება სურს.უხეშად იშორებს თავიდან უკმაყოფილო ადამიანებს და მათ,ვინც თვალს ზეცისაკენ აღაპყრობს და მორჩილად ელის,როდის გადმოიღვრება ქალღმერთის თვალებიდან ნათელი,რათა თავადაც გაბრწყინებული თვალებით უცქიროს სამყაროს”.
* * *
“ადამიანებში პატივისცემას აღძრავს: სიყვარული,მოვალეობა,თავგანწირვა”.
* * *
“თუკი დაეცემი,ადამიანური ბუნება შენზე გაიმარჯვებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ასეთ სამყაროში შვილის გაჩენა არ ღირს.ეს ტანჯვა აღარ უნდა გაგრძელდეს.ადამიანები,ეს ავხორცი,ახირებული,ქედმაღალი არსებები,უწმინდური ცხოველები,რომლებსაც დიადი გრძნობები და ემოციები არ გააჩნიათ,აღარ უნდა გამრავლდნენ.ყველაფერს აკეთებენ იმისათვის,რომ მდაბალი ზრახვები აისრულონ და მსწრაფლმავალი ნეტარება როგორმე გაიხანგრძლივონ”.
* * *
“ისეთი რთული და დამღლელი მეცნიერება,როგორიც ადამიანის ნერვული სისტემისა და ტვინის კვლევაა,ექიმს ზომიერების გრძნობას აკარგვინებს.ის თავის მოვალეობას პირნათლად ვერ ასრულებს.ექიმი,რომელიც ზომიერების გრძნობას კარგავს,ექიმი აღარ არის.ჯანმრთელობა უმთავრესი რამაა.მასზე ზრუნვას კი ზომიერება სჭირდება.როდესაც ავადმყოფი ამბობს,რომ ქრისტეა (ასეთი მანია ბევრს ჰქონდა),ადამიანთა მოდგმას ღვთის სიტყვა უნდა გააგონოს და უდიდესი საიდუმლო გაუმხილოს (თან თვითმკვლელობით იმუქრება),ექიმი ცდილობს,ზომიერებამ არ უღალატოს”.
* * *
“სული თავისი სამყოფლიდან,სხეულის ტყვეობიდან თავის დახსნას ესწრაფვის.აზროვნებით,აინშტაინის თეორიებით,მათემატიკითა და მენდელის კანონებით ცდილობს,სხეულზე ამაღლდეს”.
* * *
“როდესაც ვბერდებით,შეგვიძლია,თავი ერთი რამით დავიმშვიდოთ: მიუხედავად იმისა,რომ მწველი ვნებები არ ნელდება,მხოლოდ სიბერეში შეგვიძლია,განვლილი ცხოვრება შევიცნოთ,გამოცდილება ჩვენდა სასიკეთოთ გამოვიყენოთ და მზის სინათლეზე გამოვიტანოთ.ცხოვრება სწორედ მაშინ ხდება საინტერესო და უსაზღვროდ მშვენიერი”. – (ავტორი გენია.ჯი)