თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ეშმაკნი”…
„ნეტა რით ვერ გაგიგიათ, თქვე ჭკუამოკლე ხალხო? იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანელის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე”.
* * *
„სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ – მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ” და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს… უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, ფარული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი”.
* * *
„რუსი კაცისთვის სინდისი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მუდამაც ტვირთი იყო, მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. მიეცი „უფლება უსინდისობისა” და ამით მიიმხრობ მას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქვეყნიერებას ერთი რამ აკლია მხოლოდ და ეს მორჩილებაა”.