ამონარიდები ართურ კონან დოილის ნაწარმოებიდან – “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”

“განა ცოტაა ისეთი ხალხი,რომლებიც თვითონ არ ბრწყინავენ ნიჭით,მაგრამ სხვა ადამიანებში ნიჭის ნაპერწკალს აღანთებენ.ესეც საგულისხმო ნიჭი და უნარია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“არ შეიძლება ადამიანის დასჯა მკვლელობისათვის,რომლის ჩადენის დროს ის მკვლელობის ადგილზე არც კი ყოფილა; დანაშაულისთვის,რამაც თქვენზე არანაკლებ აღაშფოთა”.

* * *

“მინდა იწამოთ შვილნო ჩემნო,რომ უზენაეს მსაჯულს,რომელიც ჩვენი ცოდვებისთვის გვსჯის,ნებავს კიდევაც მოგვიტევოს შეცოდებანი ჩვენნი მისთვის ჩვეული სათნოებით და რომ არ არსებობს ისეთი მძიმე წყევლა,რომლის გამოსყიდვაც არ შეიძლებოდეს ლოცვითა და მონანიებით.მაშ,მიეცით დავიწყებას საშინელი ნაყოფი წარსულისა,მაგრამ გაფრთხილდით მომავალში,ნუღარ შესცოდავთ,რათა ჩვენდა დასაღუპავად არ მისცეთ თავისუფლება ბნელ ვნებათა ღელვას,რამაც ამდენი ზიანი მოუტანა მთელ ჩვენს გვარსა და მოდგმას”.

* * *

“მეცნიერ კაცს არ შეშვენის ცრუმორწმუნეთა მიერ დარხეული ჭორების აყოლა”.

* * *

“როგორც გამიგონია,ყველაფერში ერთი მხარის დადანაშაულება არ შეიძლება”.

* * *

“ერთი ნაჭერი პური და სუფთა საყელო,სხვა რაღა უნდა ადამიანს?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“მზერით ნიღბის სიღრმეში ჩაწვდომა – მაძებრის მთავარი თვისებაა”.

* * *

“რაც უფრო სულელური და უაზრო ჩანს რაიმე დეტალი,მით უფრო ყურადღების ღირსია.ის გარემოებები,რომლებიც პირველად მხოლოდ ართულებს საქმეს,ყველაზე უფრო ხშირად საქმის გასაღებად იქცევიან ხოლმე”.

* * *

“არსებობს ხეები,რომლებიც განსაზღვრულ სიმაღლემდე ნორმალურად იზრდებიან და უეცრად ნორმიდან რაღაც მახინჯურად გაიხრებიან.ხშირად ასე ემართებათ ადამიანებსაც.ჩემი თეორიის თანახმად,ყოველი ინდივიდი თავის განვითარებაში იმეორებს თავისი წინაპრის განვითარების ისტორიას და მიმაჩნია,რომ ყოველი მოულოდნელი გადახრა სიკეთის ან ბოროტებისკენ დამოკიდებულია რომელიმე ზეგავლენაზე,რომლის საწყისი ადამიანის საგვარეულო ნუსხაში უნდა ვეძიოთ.მაშასადამე,მისი ბიოგრაფია მთელი ოჯახის ბიოგრაფიის ერთგვარი მინიატურული გამეორებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“მე თუ რაიმე ღირსება მაქვს,ეს არის საღი აზრი და ვერასოდეს დავემორჩილები ცრურწმენას!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>