ამონარიდები ალბერ კამიუს რომანიდან – “შავი ჭირი”
“თუ კაცს სურს კაცთა უბედურება გაინაწილოს,ბედნიერებისთვის თავის დღეში დრო არ დარჩება,ან ერთი უნდა აირჩიოს,ან მეორე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ახლა ვიცი,რომ ადამიანს ყველაფრის უნარი შესწევს,მაგრამ თუკი დიდი გრძნობა არ გააჩნია,მას არ ძალუძს დიდხანს იტანჯოს ან დიდხანს იყოს ბედნიერი.ამიტომ არც რამე ღირსეულის გაკეთება შეუძლია”.
* * *
“ერთადერთი,რაც ფასობს ჩემთვის,არის სიცოცხლე და სიკვდილი იმისთვის,რაც მიყვარს”.
* * *
“ყველა ცოდვა მომაკვდინებელია და ყოველგვარი გულგრილობა – დანაშაული.ან ყველაფერი,ან არადა,სულ არაფერი”.
* * *
“ძმანო ჩემნო,ღვთის სიყვარული ერთობ ძნელი სიყვარულია.იგი საკუთარი თავის დავიწყებასა და დამდაბლებას მოითხოვს.მაგრამ მხოლოდ მას ძალუძს,განაქარვოს ბავშვების ტანჯვა და სიკვდილი,მხოლოდ მას ძალუძს,ეს საშინელება აუცილებლობად აქციოს,რამეთუ კაცს არ შეუძლია ამის გაგება,მას მარტო იმის უნარი შესწევს,ეს ამბავი გულით ინდომოს.აი,ის ძნელი გაკვეთილი,თქვენთან ერთად მეც რომ უნდა ვიტვირთო.აი,რწმენა,ადამიანთა თვალში სასტიკი რომ მოჩანს,ღვთის თვალში კი – დიდად ღირებული,ღვთისა,რომელსაც უნდა მივუახლოვდეთ.ამ საშინელი სახილველის წინაშე ჩვენც უნდა გავთანასწორდეთ.ამ მწვერვალზე ყველაფერი შეერწყმება ერთმანეთს და გათანასწორდება.ამიტომაა,რომ სამხრეთ საფრანგეთის ბევრ ეკლესიაში ჭირით დახოცილები კლიროსის ფილებქვეშ განისვენებენ,მღვდლები მათი საფლავების თავზე ქადაგებენ და ჭეშმარიტება,ისინი რომ თესენ,ამობრწყინდება ამ ფერფლიდან,რომელშიც ვაგლახ,ყრმათა ფერფლიც აზელილა”.
* * *
“და მე მივხვდი,ადამიანთა ყველა უბედურება იქიდან მოდის,რომ ნათლად ვერ გამოუთქვამთ სათქმელი”.
* * *
“რა მძიმე უნდა იყოს სიცოცხლე მხოლოდ იმის ამარა,რაც ვიცით და გვახსოვს,თუკი მოკლებული ვიქნებით იმას,რისი იმედიც გვაქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თვით მსხვერპლნიც ხშირად ჯალათებად გადაიქცევიან”.
* * *
“თუკი ამქვეყნად არსებობს რაღაც,რისკენაც მუდამ უნდა მიილტვოდეს კაცი და რასაც ზოგჯერ მოიხელთებენ კიდეც,ეს ადამიანური სინაზეა”.
* * *
“ადამიანებში აღტაცების მომგვრელი მეტია,ვიდრე დასაძრახი”. – (ავტორი გენია.ჯი)