ამონარიდები მიხეილ ბულგაკოვის რომანიდან – „ოსტატი და მარგარიტა”
„თქვენ ღირსეულად არ აფასებთ ადამიანის თვალებს. დამერწმუნეთ, ენას შეუძლია სიმართლე დამალოს, თვალებს კი – არასოდეს! აი, მაგალითად, უეცრად რაღაცას გეკითხებიან, თქვენ არც კი კრთებით, წამის უსწრაფესად იაზრებთ ყველაფერს, თავს ერევით, იცით, რა უნდა თქვათ სიმართლის დასაფარად, დამაჯერებლადაც ცრუობთ, სახეზე ძარღვიც არ გიტოკდებათ, მაგრამ ვაი, რომ ამ კითხვით შეშფოთებული სიმართლე სულის სიღრმიდან წამიერად თვალებს აასკდება და თქვენი თვალთმაქცობაც მთვარდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რას იზამ, მან ვისაც უყვარს, იმისი ხვედრი უნდა გაიზიაროს, ვინც უყვარს”.
* * *
„შეურაცხყოფა მარადიული ჯილდოა კარგად შესრულებული სამუშაოსათვის”.
* * *
„ჰოი, ღმერთებო! არც თქვენ გაქვთ სახარბიელო სამსახური”.
* * *
„ტყუილში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ თავიდან ბოლომდე, ერთი სიტყვაც არ არის მართალი”.
* * *
„ჭკვიანი ადამიანები იმიტომ არიან ჭკვიანები, რომ საჭოჭმანო საკითხებში გაერკვნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – აბა, მითხარით, რა შეიძლება მიუგდონ კაცს?
- ბავშვი! – იყვირა ვიღაცამ დარბაზიდან.
- სრული ჭეშმარიტებაა, – დაადასტურა პროგრამის წამყვანმა, – შეიძლება ბავშვი მოგიგდონ ან ანონიმური წერილი, პროკლამაცია, ჯოჯოხეთის მანქანა და ვინ იცის, კიდევ რა, მაგრამ ოთხას დოლარს არავინ მოგიგდებს, რადგან ასეთი იდიოტი ბუნებაში არ არსებობს”.
* * *
„ – იშვიათად, მაგრამ ინტელიგენციაშიც გამოერევა ჭკვიანი კაცი. ამას ვერ უარვყოფ!”
* * *
„ – დიახ, ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. უბედურება ის გახლავთ, ხანდახან მოულოდნელადაც რომ კვდება ხოლმე. აი, ესაა ოინი!”
* * *
„ეს ყოველთვის ასე იყო… კაცობრიობას უყვარს ფული, რისგანაც უნდა იყოს გაკეთებული, ტყავისგან, ქაღალდისგან, ბრინჯისა თუ ოქროსგან”. – (ავტორი გენია.ჯი)