ჰანს კრისტიან ანდერსენი – “ეპიზოდი”
ღარიბი მეწაღის – ჰანს ანდერსენის ვაჟი – ჰანს კრისტიან ანდერსენი (1805-1875 წლები) იმთავითვე მეტად მგრნობიარე და ემოცური პიროვნება გახლდათ, და რადგანაც იმ პერიოდის სკოლებში ფიზიკური დასჯა ჩვეულებად იყო ქცეული,დედამ – ანა მარი ანდერსდატერმა ბავშვი იმ საქველმოქმედო სკოლაში მიიყვანა სასწავლებლად,სადაც სხვა სკოლებისაგან განსხვავებით მოსწავლეებს ფიზიკურად არავინ სჯიდა. (ავტორი გენია.ჯი) პატარა ანდერსენის გონება გამუდმებით მოცული იყო ელფების,ფერიებისა და სხვა ზღაპრული პერსონაჟების ფანტაზიებით,რის გამოც ერთობ ეშინოდა და გაურბოდა წყვდიადს.ასეთი უცნაური ხასიათისა და თვისებების გამო კრისტიანს თანატოლები ყოველთვის დასცინოდნენ და ბიძამისის მსაგვსად გაგიჟებას უწინასწარმეტყველებდნენ.მას შემდგომ მრავალი ათეული წელი გავიდა. და როდესაც სახელოვანი დანიელი მეზღაპრის – ჰანს კრისტიან ანდერსენის 70 წლის იუბილე აღინიშნებოდა,იგივე ადამიანებმა,რომლებიც უწინ ჰანსს გაგიჟებას უწინასწარმეტყველებდნენ,სახელდახელოდ აკრიფეს ფული,რათა თავიანთი უსაყვარლესი მეზღაპრისათვის – ძეგლი აეგოთ.ის ძეგლი,რომელიც დღემდეა აღმართული კოპენჰაგენის სამეფო ბაღში. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰანს კრისტიან ანდერსენის ძეგლი კოპენჰაგენის სამეფო ბაღში