ამონარიდები სერგი ჭილაიას წიგნიდან – „შვილები”

„მე ბედნიერება მაშინ დავასამარე, როცა იმის ძებნა სამშობლოს გარეთ დავიწყე”.

* * *

„ყველა გაიძახის თავისუფლება ადამიანსო, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვით, საქმით კი ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ სახრჩობელა და ციხე აღუმართავთ. ადამიანი! – სიამაყით წარმოვთქვამთ ამ სიტყვას, იგივე ადამიანები ფეხქვეშ თელავენ ადამიანის სიამაყეს, ართმევენ მას ყველაზე ძვირფასს – თავისუფლებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხომ გაგიგონია ჩემო: აბაზის დამწუნებელს ორი აბაზი მაინც უნდა ჰქონდესო”.

* * *

„დიახ, დიახ, სიცოცხლე, თუ ადამიანებისათვის არ ზრუნავ, თუ დიდი იდეალები არ გაგაჩნია, უშინაარსო ფრაზაა”.

კომენტარის დატოვება