ამონარიდები ფრედერიკ ბეგბედერის რომანიდან – “99 ფრანკი”
“ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს,რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან,თანაც ისე,რომ ამას ვერ ხვდებიან.შემდეგ კი მშვიდად,აუღელვებლად გღალატობენ და საკუთარი თვალით ხედავთ,როგორ შეეკვრებიან თქვენს დაუძინებელ მტრებს – თქვენ კი უყურებთ,როგორ გშორდებიან და მიდიან,როგორც გამარჯვებული ჯარი ქალაქის დარბევის შემდეგ ნანგრევებისა და ჩამავალი მზის ფონზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყველა ზღაპარი ასე მთავრდება: “მათ შეეძინათ შვილი და ცხოვრობდნენ ბედნიერად” და წერტილი.ამის მერე რა მოხდა,ამას უკვე აღარავინ გვეუბნება”.
* * *
“ბედნიერებასაც აქვს თავისი ნაბახუსევი”.
* * *
“ნუ იქნებით ერთდროულად ლამაზი და სულელი”.
* * *
“მალე ქვეყნებს ფირმები შეცვლიან.ჩვენ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები კი არ ვიქნებით,არამედ სავაჭრო ნიშნების მცხოვრებლები: მაიკროსოფტში ან მაკდონალდლენდლში ვიხოვრებთ; ან სულაც კელვინკლაინელები ან პრადელები გავხდებით”.
* * *
“როდესაც ადამიანებს დაჟინებით ვუმეორებთ,რომ მათ სიცოცხლეს აზრი არა აქვს,რაღაც მომენტში ისინი მიდიან,აქეთ-იქით აწყდებიან და ცოფიანებივით იღრინებიან.არაფრით არ უნდათ იმის დაჯერება,რომ მათი არსებობა სრულიად უაზროა.როდესაც ამაზე დაფიქრდები,მართლაც ძნელია დაიჯერო,რომ არაფრისთვის არ დაბადებულხარ,დაიბადე მხოლოდ იმისთვის,რომ მერე მომკვდარიყავი.ეს არის და ეს.ამის მერე აღარ არის გასაკვირი,რომ დედამიწის ყველა მცხოვრები მეტ-ნაკლებად გარეკილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მოკვდე – ეს იმას ნიშნავს,გახდე ისეთივე თავისუფალი,როგორიც დაბადებამდე იყავი”.
* * *
“ცხოვრება ასე მიდის: იბადებით,კვდებით,შუაში კი მუცელი გტკივათ.ცხოვრება – ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი: 15 წლისას იმიტომ გტკივათ,რომ შეყვარებული ხართ; 25-ისას იმიტომ,რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ,რომ სვამთ; 45 წლისას იმიტომ,რომ ბევრს მუშაობთ; 55 წლისას იმიტომ,რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ,რომ წარსულის მოგონებები გტანჯავთ; 75 წლისას კი იმიტომ,რომ კიბო გაქვთ,თანაც მეტასტაზებით.ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით: ჯერ მშობლებს,მერე მასწავლებლებს,შემდეგ სამსახურში უფროსებს,მოგვიანებით – მეუღლეებს,ბოლოს კი – ექიმებს.ხანდახან კი გიჩნდებათ ეჭვი,რომ ამათ ყველას სინამდვილეში ფეხზე ჰკიდიხართ,მაგრამ ახლა ამის ფიქრი უკვე დაგვიანებულია”.
* * *
“ყოველთვის გამოძებნით საშუალებას,რომ ხალხის გასულელებით ბევრი ფული მოხვეტოთ”.
* * *
” – ყველა ვარიანტში,ჯობს თქვა “მე შენზე ვგიჟდები”,ვიდრე “მე შენ ვერ გიტან”.
* * *
“არასოდეს აძლევენ თანამდებობას იმას,ვისაც ხალხის საკეთილდღეოდ შეუძლია პოსტის გამოყენება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ამ დედამიწაზე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანს შეგნებული ჰქონდეს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს”.
* * *
“მორალი,შეიძლება,ძალიან მოსაწყენი რამეა,მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი საშუალება სიკეთისა და ბოროტების გასარჩევად არ გამოუგონიათ”.
* * *
“იმისათვის,რომ დარწმუნდე,რომ ფული ბედნიერება არ არის,ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანები უფრო ბედნიერები კი არ ხდებიან,უბრალოდ,თამასას აღარ სწევენ მაღლა; უფრო შემწყნარებლები ხდებიან,საკუთარ მარცხზე დაუფარავად ლაპარაკობენ და ყველაფერს აღიქვამენ ისე,როგორც არის; სიცოცხლის ყოველ წუთს უფრო მეტად აფასებენ”.
* * *
“დაშორდე საყვარელ ადამიანს,რომლის შვილსაც მუცლით ატარებ,ეს ზეადამიანურ ძალას.უფრო ზუსტად კი,არაადამიანურ სიძლიერეს მოითხოვს.ეს იგივეა,დაჟანგული დანით,უანესთეზიოდ,ფეხი მოგაჭრან,თანაც ოპერაცია უსასრულოდ რომ გაგრძელდეს”.
* * *
“ყოველი ადამიანი,ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს,არარაობად იქცევა და ავად ხდება”.
* * *
“გული,რომელიც სიყვარულს არ უტკენია,გული არ არის”.
* * *
“კარგი,ხო,შობა მაინც შობაა,ვერსად წაუხვალ,მიუხედავად იმისა,რომ სანტა კლაუსი ერთ-ერთი ამერიკელი სადისტრიბუციო არხის გამოგონებაა,მაგრამ დანარჩენები? დედების დღეო (მადლობა მარშალ პატენს),მამების დღეო,ბებიების დღეო,ჰელოიუნი,წმინდა პატრიკის დღე,ვალენტინობა,რუსული ახალი წელი,ჩინური ახალი წელი,Nutras weer-ის,Tupper ware-2-ის და კიდევ ათასი ჯანდაბისა და დოზანის დღე! მალე კალენდარში წამლად ერთი თავისუფალი დღე აღარ დარჩება! ყველა წმინდანს 365 ლოგოტიპი შეცვლის!”
* * *
“საერთოდ კი,როცა კაცი იძულებული ხდება სიმართლე გითხრას,ეს ნიშნავს იმას,რომ უკვე ძალიან დაგვიანებულია”. – (ავტორი გენია.ჯი)