ამონარიდები ნოდარ წულეისკირის რომანიდან – “თუთარჩელა”

“ყველაზე დიდი ღალატი, რაც წარსულმა იცის, ოცდაათ ვერცხლად შეფასდა. მაგრამ მოღალატემ თავი ჩამოიხრჩო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – სიყვარულმა აგვიხილა თვალები და სიყვარულმა დაგვაბრმავა”.

* * *

“როცა ჭეშმარიტი სიყვარულია, უნდა იტანჯო. ტანჯვის გზა არის ერთადერთი და სწორი გზა. ტანჯვის გზას მივყავართ სიყვარულისკენ, სიყვარულს მივყავართ მზისკენ”.

* * *

” – სიყვარული უმაღლესი შემოქმედებაა, ღმერთის სულის გამოვლენაა სიყვარული, ადამიანს ძალა არ შესწევს უარყოს იგი”.

* * *

“ადამიანია უმაღლესი ჭეშმარიტება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“სიკვდილი ფილოსოფიის მუზაა”.

* * *

“ქალის ცხოვრებაში ყოველდღიურ საქმიანობაში, ბევრი რამ უშნო და ამაზრზენია; საკმარისია ფეხი უშნოდ გადგას განზე, ან მოშვებული დაჯდეს, ან ერთი სიტყვა, ერთადერთი სიტყვა თქვას უადგილოდ, რომ ეს უშნო და ამაზრზენი ჩანთქავს ყოველივე ლამაზს. რაც უნდა კოხტად ეცვას, რაც უნდა აწყობილ-გაწყობილი ჰქონდეს წარბები, წამწამები და თმები, უშნო და ამაზრზენი ზედ გადაეფარება და არ გამოაჩენს. ამიტომაა ქალისგან პირველ რიგში ქალობას რომ მოითხოვენ, ქალობა ბევრს რასმეს გულისხმობს. – ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ქალობისა კი სილამაზეა”.

* * *

” – ყველას რაღაცას ეძახიან ბიძი… თუ კაცი ბრიყვი არ არის და გადი-გამოდის ამ სოფელში, იმისი შურთ, იმას ათას უბედურებას მოუგონებენ. თუ მთლად ცხვარია და ყველა თავში უბარტყუნებს, თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი არ რჩება უსახელოდ”.

* * *

“რაა მაინც ეს ოხერი სილამაზე. ვერ გაიგებ, ღვთისგანაა თუ ეშმაკისგან… ჯადოსავით კი მოქმედებს ადამიანზე…”

* * *

” – აბა, ერთი სიყვარულით შეხედეთ ერთმანეთს, მხოლოდ სიყვარული გაიხადეთ წინამძღოლად და იცხოვრეთ ასე თუნდაც ერთ თვეს. დააკვირდით საკუთარ თავს, შეამოწმეთ ჩემი ნათქვამი, სულს სხვა გრძნობა არ მიაკაროთ. თქვენ წინ გადაიშლება ახალი ქვეყანა, ახალი შუქით განათდება სამყარო. თქვენ ხალხში გამოგარჩევენ, თქვენი ქცევა, საუბარი, ღიმილიც კი სულ სხვაგვარი იქნება, თქვენ შეიცვლებით. ნათესავები და ახლობლები გაიკვირვებენ, ადამიანები მოკრძალებით შეგხედავენ, იგრძნობენ, რომ თქვენ გაქვთ იდუმალი ძალა, მათთვის უცნობი, უხილავი, მიუწვდომელი ბუნების საიდუმლო იცით, ზეგარდმო ნიჭით ცხებულსა ჰგავხართ. ასეთ ადამიანად თქვენ მაშინ იქცევით, როცა შეასრულებთ ჩემს პირველ და ძირითად მოთხოვნას: თქვენს ქცევას საფუძვლად დაუდებთ სიყვარულს, უსიყვარულოდ არ გადადგამთ არც ერთ ნაბიჯს, არ იტყვით არც ერთ სიტყვას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>