ამონარიდები გიორგი წერეთლის რომანიდან – “პირველი ნაბიჯი”
“ოღონდ ძალი მოიპოვე,ან ფულისა,ან მთავრობის გამავლობისა და მაშინ,რაც უნდა მოიმოქმედო,შენს ნამოქმედარს უსამართლობის კვალი არ დააჩნდება.თურმე ცოდვა და მადლი დაჩაგრულებისა,ღარიბებისა და უღონოებისათვის ყოფილა მოგონილი იმ განზრახვით,რომ ისინი ამა სოფლის ძლიერმა,მდიდარმა და გავლენის მქონე კაცებმა კიდევ უფრო ხელში ჩაიგდონ და თავიანთ კეთილმდგომარეობის მსხვერპლათ გახადონ.აი,ბორბალა აიღეთ,ნახეთ,როგორ ეპყრობა იგი ბუზს,როცა თავის ქსელში გააბამს და შემდეგ გულსიამით წვენს გამოსწუწნის.სულ ასე მოქმედებს ძლიერების მქონე კაცი უძლურ,დაჩაგრულ არსებასთან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რისთვის,რა არის ამ ქვეყანაზე კარგი?.. არაფერი; მუდამ მტრობა.ერთმანეთის დაუნდობლობა! გულახდილათ ვერავისთან გილაპარაკნია,ვერავისთან გაგიმჟღავნებია შენი გულის წადილი.ასე გაგიგონია? ყველა შენ დაგცინის,უნდა შენი მარტივი გონების გულის პასუხი შეიტყოს და მერე უწყალოდ გაგქელოს.რა ღირსება აქვს ჩვენს სიცოცხლეს,როცა ერთი გულითადი მეგობარიც ვერ გიშოვნია! სწორეთ არ ღირს ცხოვრება იმ ნემსის ყურწის სიფართო მხიარულებისათვის,რომელიც ჩვენს მწუხარე ცხოვრებას გამოერევა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ქალისათვის ღმერთს მიუცია გული და არა ტვინი.ის არის ჯოჯოხეთის სანთელი,რომელიც მის აშიკ პეპლებს ფრთებს გვიტრუსავს; მაგრამ მისი ქმნილება იმდენათ მომხიბლავია ჩვენთვის,რომ ერთი წუთის სიამოვნებისათვის ფრთების შეტრუსვას აღარ ვნაღვლობთ”.
* * *
“ყოველიფერი სარგებლობას ექვემდებარება!”
* * *
“ძველი აღზრდითი წესი მოიშალა,სარწმუნოება,უმცროს-უფროსობითი მორჩილება და ბუნების ენაზე გონებითი წარმატება შეფერხდა.ნივთიერი შეძლება,რომლითაც განისაზღვრებოდა წინათ დედ-მამის ოჯახის მუდმივი ზედამხედველობა ყმაწვილზე,დღეს აღარავის შერჩენია.ვაჟი ან ქალი,ცხრა წლიდან მოკიდებული მოშორებულია დედ-მამას და შორს ქალაქში გაგზავნილია სხვის ანაბარათ.იქ იგი ისეთ სახლობაში იზრდება,საცა მომეტებულ ნაწილათ დღიური ლუკმის ვარამი თვით იმასვე აგდებს გარყვნილების ლექში, და, აი, სად ეძლევა ჩვენს მოზარდ თაობას ესევითარი მაგალითი,აი,რა ნიადაგი ზრდის ქართველ ყმაწვილსა.ამისთანა გარემოებაში იმას რა ზნეობა უნდა შერჩეს,ან რა სარწმუნოებრივი გრძნობა უნდა განეღვიძოს.ან რა პატივის-მოყვარეობა უნდა შეითვისოს! ბავშვი,დედ-მამის უსაშვალობის გამო შორს გაბარებული,ვიგინდარათ და უპატრონოთ მიგდებული,გამოდის ამ ზნეობით მახინჯი,ან ადრევე ესპობა სიცოცხლე.ასეთ მკაცრ გარემოებას იშვიათად თუ ვინმე აიტანს,რომ შემდეგ ცხოვრებაში დარჩეს მტკიცე ხასიათისა და მტკიცე ზნეობის მექონი.ის კი არა,ჯერ ამის მაგალითი არც ჩემს თვალს უნახავს,არც სხვას მოსწრებია.მომეტებულ ნაწილად თუ ვინმე ყმაწვილობიდანვე მაგარი ბუნებისა და გონების პატრონი გადაურჩა ამ გარემოებას,ის მაინც ცხოვრებაში მტკიცე ხასიათს მოკლებულია.მას ადვილათ ერევა ცხოვრების ვითარება და დაბალი ხარისხის მიმართულებანი”.
* * *
” – სამართალი გავაჩინე,სამართალი! ქვეყანამ არ მაღირსა სამართალი და მე თვითონ გავაჩინე”. – (ავტორი გენია.ჯი)