ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს. ეს არის და ეს.” - ოსკარ უაილდი (დორიან გრეის პორტრეტი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“…რა ცოტას ცოცხლობს ადამიანი… რა საოცრად ცოტას… იქნებ ამ მიზეზმა წარმოშვა ხელოვნება?.. მოკლე სიცოცხლის მანძილზე ადამიანი ვერ ასწრებდა თავისი ღვთიური ნიჭის ამოწურვას,ერთხელ მიხვდა ამას და შეიქმნა ხელოვნება… გამოკვეთილად,ლამაზად,ამაღლებულად თქვა ის,რასაც ასეული წლის სიცოცხლე დასჭირდებოდა.ხალხის შექმნილი სხარტი ხატოვანი გამოთქმებიც ხელოვნებაა,რომ ადამიანებს რაც შეიძლება მოკლედ მოეჭრათ გრძლად სათქმელი,რომ აზრის გაზიარებას არ დასჭირებოდა ზედმეტი წუთიც კი.ადამიანს რომ ათასი წლის სიცოცხლე დაბედებოდა,შეიძლება აღარც ამოედგა ენა,აღარც ხელოვნება შეექმნა.თუკი მართლა ასეა,მაშინ არ არის სავალალო,რომ ცოტა ხნით ვცოცხლობთ…” - ედიშერ ყიფიანი (მწვანე ფარდა)
* * *
“ნათქვამია,ვნებით გატაცება ადამიანის გონებას ჩიხში ამწყვდევს,ფიქრის გასაქანს არ აძლევს და ყოველი მისი აზრი ერთ დახურულ რკალში ტრიალებსო”. – ოსკარ უაილდი (დორიან გრეის პორტრეტი)
* * *
“ღმერთს თუ დაავიწყდები,კაცსაც დაავიწყდები, – ნათქვამია”. – მერაბ ელიოზაშვილი (კურდღლის სიმღერა)
* * *
“ეყოფა პოლიტიკანებს მსახიობობა.ამ საუკუნეში სიმართლე ნამდვილი სახით უნდა გამოვიდეს სცენაზე,თავისი საკუთარი სიტყვებით ილაპარაკოს,არაფერს შეთხზულს აღარ მოუსმენს ხალხი,აღარ დაუკრავს ტაშს,რადგან ადამიანს სიცოცხლე უნდა… თვით მზედ რომ გავჩენილიყავი,მაინც ადამიანად გადაქცევას ვინატრებდი,რომ მზისთვის მეცქირნა…” – ედიშერ ყიფიანი (მწვანე ფარდა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ისე,მე რომ მკითხოს კაცმა,საზოგადოდ,რადიო სჯობია ტელევიზორსა.უსმენ ადამიანების ხმებსა და თვალდახუჭულადაც იგრეთ წარმაიდგენ,როგორიც გაგეხარდება… შენ ჭკუაზე,რა! არ მოგეწონება – მააძრობ თავსა და ახალს დაადგამ.ტანისამოსსაც,როგორსაც გინდა,იგეთს ჩააცმევ… ტელევიზორში კი რასაც მოგისჯიან,იმას უნდა უცქირო,ნერვები მეშლება,კაცოო-ო!” – კოტე ჯანდიერი (გლობალიზაცია)
* * *
“გაჭირვებასა და უიმედობას ღმერთამდის მიჰყამს ხოლმე კაცი…” - კოტე ჯანდიერი (გლობალიზაცია)
* * *
“ყველაფერი წარმავალია: სიყვარული,ხელოვნება,დედამიწა,თქვენ,მე.სიკვდილი იმდენად გარდაუვალია,რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს.აბა,როგორ უნდა მიხვდე,რომ მაინცდამაინც დღევანდელი დღეა შენი ცხოვრების უკანასკნელი დღე? არადა,სულ გგონია,რომ დრო კიდევ გაქვს! მერე,უცებ,ერთ მშვენიერ დღეს – ბრახ! და გადატრიალდები,რეგლამენტი ამოწურულია.სიკვდილი ერთადერთი პაემანია,რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაინიშნება”. – ფრედერიკ ბეგბედერი (99 ფრანკი) – (ავტორი გენია.ჯი)