ამონარიდები კოტე ჯანდიერის მოთხრობიდან – “დაპატიჟება კინოში”
” – ჩემო კარგო,კალიგულას იმედის მოსპობა რომ არ მოენდომებინა,ყოველვარ მხეცობას აპატიებდნენ.სწორედ ეს ვერ აპატიეს და ხმლებით აჩეხეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“- მე მგონი,საკმარისია გიყვარდეს.ბავშვებს მეტი არაფერი სჭირდებათ… არც დიდებს,რომ იცოდე”.
* * *
“გაიზარდო”,ნიშნავს იმას,რომ ყველა სიტუაციაში ფლობდე საკუთარ ემოციებს და აღარაფრის იმედი არ გქონდეს”.
* * *
“რწმენა აქვეა,სადღაც ახლოს და ამიტომაც უფრო მწარეა,როგორც გისოსებთან ახლოს დაგდებული პური,რომელსაც გალიის მკვიდრი ვერასოდეს მიწვდება”.
* * *
“გენიალური ატრაქციონია – “კაცი ცარიელი თავით! მსურველებს შეუძლიათ ხუთი კაპიკის გადახდის შემდეგ ახადონ ქალა და შიგ ჩააფურთხონ”.
* * *
“თქვენი არ ვიცი,მე კი ყოველი ჭიქის დალევისას მახსენდებოდა ის ხალხი,ვინც ახლა სასიკვდილო განაჩენს ელოდება.
ჩვენ მათ ახლოს თუ არა,შორიდან მაინც ვიცნობთ და ვიცით,რომ კაცისმკვლელები არ არიან.ღმერთმა მათ სინდისი და განსჯის უნარი მისცა.მით უფრო მძიმეა ცოდვა,რომელიც თვითონ იტვირთეს.ახლა ისინი თვალებში უყურებენ სიკვდილს და სიკვდილთან ერთად იმ ადამიანებსაც,რომლებიც შეეწირნენ მათ ბავშვურ “ომობანას”.ღმერთი იყოს მათი მსაჯული,რადგან ამქვეყნად არ მეგულება მოსამართლე,რომელსაც შეეძლოს სწორი მსჯავრის დადება.ანკი,როგორ შეძლებს ამას,როდესაც ბრალდებულები,ისევე,როგორც მათი მშობლები,თავად არიან მსხვერპლნი ჩვენში დაკანონებული კაცთმოძულეობისა და ტერორისა.ამას უკვე აქვს თავისი მრავალწლიანი ტრადიციები და რაღა გასაკვირია,ასეთ ტრადიციებზე გაზრდილმა ადამიანმა იარაღს მოკიდოს ხელი? ასე მოხდება ყოველთვის იმ საზოგადოებაში,რომელიც თავის შვილებს ათი მცნების ნაცვლად “დაუნდობელ ბრძოლას” ასწავლის და თანაგრძნობის ნაცვლად,”შეურიგებლობას” მოითხოვს მათგან.მაშ,რა უფლება აქვს ასეთ საზოგადოებას,მსჯავრი დაადოს მათ,სანამ საკუთარ თავს არ გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რომ იცოდე,როგორ მომბეზრდა ინტელექტუალური ფარსის თამაში იდიოტური სიფათების წინ! როგორ მომბეზრდა ეს უსასრულო რევერანსები და ეტიკეტი,რომელიც მხოლოდ სიმართლის დასამალავადაა მოგონილი.მე აღარ ვეძეფ ნატიფ ფრაზებს ჭუჭყიანი შინაარსის გადმოსაცემად,რადგან წერა ჩემთვის ჩვეულებრივი ცხოვრებაა,ცხოვრებაში კი ფეხსადგილს ფეხსადგილის სუნი უდის და არა “მაჟინაურისა”.
* * *
“აი,მე შვილი გავაჩინე: დიდი დამსახურებაა! მაგრამ ის შვილი გაიზრდება და მეტყვის: რამე თუ გააკეთე იმისათვის,რომ მე ნორმალურად ვცხოვრობდეო? რას ვუპასუხებ? რა გავაკეთე? მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ დავიძინე მშვიდად,გაკეთებული საქმის შეგრძნებით – სამოცდათვრამეტი წლის თოთხმეტ აპრილს.ეგ იყო და ეგ”.
* * *
” – ადამიანები არასოდეს იცვლიან თავის შეხედულებებს, და თუკი ეთანხმებიან ერთმანეთს,ეს ხდება ან მერკანტილური მოსაზრებით,ან ბრმა სიყვარულის გამო”.
* * *
” – გიყვარდეს ვინმე – ნიშნავს,თანახმა იყო მასთან ერთად დაბერდე”.
* * *
“მიუხედავად ყველაფრისა,მე მიყვარს ღამე და ოცდაოთხსაათიან ციკლში ყველაზე პატიოსან დროდ მიმაჩნია.ადამიანთა უმრავლესობას სძინავს.ძილში მათ ლობიოს პარკივით სძვრებათ კულტურისა და ცივილიზაციის ჩენჩო.მათ სძინავთ ზუსტად ისე,როგორც ავსტრალოპითეკებს ეძინათ გვიმრის ტყეების ეპოქაში – ერთმანეთს მოხვეულებს,ანდა ცალ-ცალკე,ერთმანეთზე ფიქრში ჩაძინებულებს.გარიჟრაჟის მსუბუქი შუქი ელამუნება დაღლილ სხეულებს და შეუმჩნევლად ამზადებს მომავალი დღის აუტოდაფეს”. – (ავტორი გენია.ჯი)