ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“არც ერთი საქმის გადადება და ყიორი არ ვარგა,მაგრამ სიკვდილის საქმე ისეთი რამეა,რომ მუდამ გადადებული სჯობია”. - დემნა შენგელაია (ბათა ქექეია) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“როგორც ჩანს,ჩვენს დროში კაცურად ცხოვრების ერთადერთ წუთსაც კი თავისი მადლი და ფასი აქვს… აი,ყოფილა ასეთი წუთი… ამ ერთი კაცური,ბედნიერი წუთისათვის ვცხოვრობთ ამ გაძაღლებულ ქვეყანაზე!” – გიორგი შატბერაშვილი (საუკუნო საგზალი)
* * *
“რას იზამ,ეს ცხოვრება თურმე ისე ყოფილა მოწყობილი – მწიფეს რომ ესვრი,მკვახე ცვივა”. – დემნა შენგელაია (ბათა ქექეია)
* * *
“გახსოვდეს კამალას სიბრძნე – ქალის ტრფობა შეიძლება ვედრებით მოიპოვო,იყიდო,ანდა ქუჩაში იპოვო,მაგრამ ამის მოხვეჭა ძალით არ შეიძლება”. – კოტე ჯანდიერი (მაყვლიანი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მე ჩემს ცოდვებს,საბალია,თახვის მარცვალივით ვუვლიდი.ვიცოდი,ცოდვა თაფლი იყო და ამ თაფლით ჩემს გაძაღლებულ სიცოცხლეს,ასე თუ ისე,ვიტკბობდი.ცოდვა საფუარივითაა და ხომ იცი,რომ პური უმისოდ ზიპი ცხვება.მეც რა მექნა? ზიპი ცხოვრება მეზარებოდა და პირს ხანდახან ცოდვით ვიტკბარუნებდი”. – დემნა შენგელაია (ბათა ქექეია)
* * *
“ცოლქმრობა მე მაინც მოვალეობა მგონია,ხოლო ნამდვილი სიყვარული და მოწონება სხვაა.ჰოდა,რაც ოჯახში მოაკლდება ადამიანს,აი იმ სითბოს,რასაც დაკარგულად თვლის,სადღაც იპოვის ხოლმე.აი,იმ სითბოსა და იმ სიყვარულს დარაჯებად უნდა დავუდგეთ,ვეძიოთ ყველგან და, თუ ვიპოვით,კი არ უნდა ვეურჩოთ,არამედ დავემორჩილოთ და გავყვეთ გულის კარნახს.თუ გულწრფელი იქნები,შენც დამეთანხმები,რომ ყველანი ვეძებთ ამ სითბოს,ვეძებთ ბედნიერებას,სიყვარულს,ვეძებთ შინ და გარეთ და სანამ შინ არის იგი,სახლიდან გარეთ არ გამოვდივართ. და როცა შინ ვკარგავთ,მაშინ გარეთ ვეძებთ,ვეძებთ დაუსრულებლივ.ამას იტყვის ყოველი კაცი,ვინც გულწრფელი იქნება თავისი თავის წინაშე”. – სერგი ჭილაია (შვილები)
* * *
“დაეხსენი ბავშვობის ოცნებებსა,იფიქრე ფხიზლადა,იფიქრე გონივრულადა,იფიქრე ბოროტზე კეთილთან ერთადა,ულმობლობაზე – ლმობიერებასთან ერთადა… იფიქრე,გონივრულად იფიქრე და ისე გადადგი შემდგომი ნაბიჯი.რაც იყო იყო… დავიწყებით ნუ დაივიწყებ.აი ამას გემუდარები.აი რის უთქმელობა არ შემეძლო”. – ოთარ ჩხეიძე (ბურუსი)
* * *
“სულიერი ვნებანი და განცდანი ან ადამიანს იმსხვერპლებენ უცილოდ,ან თავად კვდებიან უკვალოდ.უმნიშვნელო ურვა და უგულო სიყვარული მარად ცოცხლობს.დიდი სიყვარული და უსაზღვრო მწუხარება გრძნობათა სიჭარბისაგან იღუპება”. – ოსკარ უაილდი (დორიან გრეის პორტრეტი)
* * *
“ხალხმა მანამდე არ იცის რა უნდა,სანამ არ შესთავაზებენ”. – ფრედერიკ ბეგბედერი (99 ფრანკი) – (ავტორი გენია.ჯი)