ამონარიდი შალვა დადიანის ისტორიული რომანიდან – “უბედური რუსი”
“ქართველები ფრიად შემკული ხალხია,მაგრამ ერთი დიდი ნაკლი ჰქონიათ: თავის-თავის ღალატი.უკეთუ მათგანი ვინმე ზეწამოიწია და გაღონიერდა,შემდეგ თავს მაღლა იღებს და ურჩობას იწყებს.თვით მეფესაც აღარ ეპუება,საზოგადოს ივიწყებს,საპირადოზე გადადის.ასეთი მდგომარეობა ეხარბება სხვებს და ეხლა ისინი იწყებენ ამავე გზით სიარულს,რომ შემდეგ ერთიმეორეში შუღლი მოუვიდეთ,ან კიდევ მათი შემაერთებელი ტახტი დაამხონ… სულ ასეა ხოლმე,უკეთუ ტახტზე ღირსეული და მძლვრი პიროვნება არ დაჯდება… ასეთი იყო დავითი.მხოლოდ მან მისი დიადი გონებით გასჭვრიტა,რომ მარტო პიროვნებაზედაც არ იყო ყოველივე დამოკიდებული.ტახტი უსათუოდ ძლიერი უნდა ყოფილიყო,რომ საქართველოს უღური არ დაცემულიყო და ერთობა არ დაშლილიყო,ამისათვის მან მოგვიწოდა ჩვენ და ესეთმა განსწავლულ ლაშქრის ყოლამ ალაგმა შინაური მტრები.იმას აქეთია საქართველოს დანაწილება და განხეთქილება აღარ მომხდარა… და თუ ვინმე განდგომია მეფეს და მის ლაშქარს,ყოველთვის მოუხერხებიათ მისი დაძლევა, და ამ გვარად მთლიანი საქართველო აღარ დარღვეულა… აი,რა დიადი საქმეც გააკეთა კურთხეულმა!..” – (ავტორი გენია.ჯი)