ლავრუშინსკის შესახვევში არსებული “მწერალთა სახლის” მობინადრეების ტრაგიკული ისტორია
მოსკოვში,ტრეტიაკოვის გალერეის მოპირდაპირე მხრეს განთავსებული ლავრუშინსკის შესახვევში არსებული “მწერალთა სახლი” აგებული იქნა პირადად იოსებ სტალინის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე. 80 წლის წინათ აშენებული “მწერალთა სახლის” ბინადრებს თავის დროზე წარმოადგენდნენ ისეთი მწერლები,რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მეხოტბეები და საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის – ილია ილფი,ვალენტინ კატაევი,აგნია ბარტო,ვსევოლოდ ვიშნევსკი,ემანუილ კაზაკევიჩი,ევგენი პეტროვი,ვლადიმერ სოკოლოვი,კონსტანტინე პაუსტოვსკი და სხვები.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ პირველი ვინც აღნიშნულ სახლში ცხოვრების უფლება ხელისუფლებისაგან მიიღო და პირველი,ვინც მასში საცხოვრებლად გადავიდა,გენიალური რუსი მწერალი და პოეტი – ბორის პასტერნაკი გახლდათ.ის პასტერნაკი,რომელიც შემდგომ წლებში საბოთა ხელისფლების მიერ იქნა დევნილი.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამ ფეშენებელურ და კომფორტულ სახლში ბინების ხელში ჩაგდებისათვის ბევრი საბჭოთა ლიტერატორი იღწვოდა,თუმცა უშედეგოდ.მაგალითად,დიდ რუს მწერალს – მიხეილ ბულგაკოვს თავისი არაკეთილმოსურნე ლიტერატორების ინტრიგების შედეგად უარი ეთქვა “მწერალთა სახლში” ბინის გადაცემაზე.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მოგვიანებით ბულგაკოვმა აღნიშნული სახლის პროტოტიპად “ოსტატი და მარგარიტაში” - “დრამლიტის სახლი” წარმოგვიდგინა.
ამ ლეგენდარული სახლის მშენებლობა ყოფილი რუსი დიდებულის – სემიონ ტიტოვის მფლობელობაში ოდესღაც არსებულ მიწაზე დაიწყო 1934 წელს.როგორც მრავალი ისტორიკოსი ირწმუნება,”მწერალთა სახლის” აგება სტალინმა იმიტომ გადაწყვიტა,რომ ერთ კორპუსში მაცხოვრებელი ყველაზე გავლენიანი საბჭოთა მწერლების კონტროლი გაიოლებოდაო. 1937 წელს “მწერალთა სახლის” ერთ პატარა ბინაში ბორის პასტერნაკი გადასახლდა (მის საცხოვრებელ ბინას პოეტმა ლექსიც კი მიუძღვნა).მეორე მსოფლიო ომმა ნაგებობა ნაწილობრივ დააზიანა,რამაც პასტერნაკი იძულებული გახადა საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო.ომის დასრულების შემდეგ პასტერნაკი კვლავაც “მწერალთა სახლს” დაუბრუნდა და სწორედ იქ დაწერა თავისი შედევრი-ქმნილება – “ექიმი ჟივაგო”. (ავტორი გენია.ჯი) საბჭოთა დრამატურგი – ოსაფ ლიტოვსკი,რომლის უშუალო ინტრიგების შედეგადაც დაუბლოკეს ბინა ბულგაკოვს,”მწერალთა სახლში” განთავსებულ ბინა N 84-ში დასახლდა.ყურადსაღებია ისიც,რომ ლიტოვსკიზე გაღიზიანებულმა ბულგკოვმა თავისი გენიალური ქმნილების – “ოსტატის და მარგარიტას” მთავარი პერსონაჟის – მარგარიტას საცხოვრებელი ბინის ნომრად სწორედ რომ მისი არაკეთილმოსურნის საცხოვრებელი ბინის ნომერი - 84 შეარჩია.
რაც უფრო პოპულარული იყო მწერალი და რაც უფრო განსაკუთრებულ ხოტბას აღავლენდა იგი საბჭოთა ხელისუფლებისადმი,მით უფრო დიდი საცხოვრებელი ფართის მფლობელი ხდებოდა “მწერალთა სახლში”.იმ “მწერალთა სახლში”,რომელიც უამრავი პრივილეგიით გამოირჩეოდა სხვა ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქეების ბინებისაგან: გააჩნდა კორპუსში მაცხოვრებლებისათვის განკუთვნილი საკუთარი სასადილო,პოლიკლინიკა,საბავშვო ბაღი და ასე შემდეგ.
მაგრამ აი,დადგა 1937 წელი.წელიწადი,რომელშიც სასტიკ საბჭოთა რეპრესიებს ასი ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.რეპრესიებს ვერ გადაურჩნენ ვერც “მწერალთა სახლის” მობინადრეები.დაიწყო მასიური დაპატიმრებები და ბინების ჩხრეკები.იმ პერიოდში კორპუსის რამდენიმე მცხოვრები უგზო-უკვლოდ დაიკარგა.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,”მწერალთა სახლში” სხვა პროფესიის ცნობილი ადამიანებიც დასახლდნენ. (ავტორი გენია.ჯი) 1948 წელს აღნიშნულ სახლში დაკავებული და ლუბიანკაზე (სუკი-ს ცენტრალური განყოფილება) გადაყვანილი იქნა საბჭოთა არმიის გენერალ-ლეინტენანტი – ვალენტინ კრიუკოვი.მალევე მის გზას გაუყენეს კრიუკოვის მეუღლე,ცნობილი რუსი მომღერალი – ლიდია რუსლანოვაც.თუმცა “მწერალთა სახლის” მობინადრეებისათვის უბედურება ამით არ ამოწურულა: დროის გარკვეულ მონაკვეთში პაუსტოვსკის ახალგაზრდა ასაკში მყოფი ვაჟიშვილი გარდაეცვალა; ამას თან დაერთო პროზაიკოსის – თეოდორ კრონეს ქალიშვილის თვითმკვლელობა; სუიციდის აქტითვე გამოეთხოვა სიცოცხლეს პოეტ – იაშინის ქალიშვილი; რუსი პოეტის – ლევ ოშანინის მეუღლემ ქმარს ღალატი ვერ აპატია და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ქალმა სახლის სახურავიდან გადავარდნით გამოეთხოვა წუთისოფელს; მალევე კი კორპუსის ეზოში მოთამაშე 9 წლის ბავშვი ავტომობილის შეჯახებას ემსხვერპლა.
ასეთი საშინელი ისტორიების შედეგად ხალხში ხმა გავრცელდა იმის შესახებ,რომ თითქოს “მწერალთა სახლის” მობინადრეებს ბოროტი სული სდევნიდათ.რის გამოც რამდენიმე ხნის განმავლობაში ლეგენდების ბურუსში გახვეული კორპუსის სიახლოვეს გავლასაც კი არიდებდა თავს მოსახლეობა.
დღეისათვის,ლავრუშინსკის შესახვევში სტალინის ინიციატივით აგებული “მწერალთა სახლი” კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას და იგი მოსკოვის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობადაც არის მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)
ლავრუშინსკის შესახვევში არსებული “მწერალთა სახლი” (თანამედროვე ეპოქა)