ამონარიდები ოსკარ უაილდის რომანიდან – “დორიან გრეის პორტრეტი”

“გწამდეთ,უაღრესი სათნოებაც ვერ გამოისყიდის იმ ადამიანის დანაშაულს თქვენ წინაშე,ვის სახლშიაც თითქმის გაციებული კერძი მოგართვეს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“სიცოცხლის შეუნელებელი წყურვილი თითოეული ადამიანის გახელებული სურვილებიდან ყველაზე მეტად საშიშია”.

* * *

” – ის,რაც კვდება,ხშირად დიდხანს განაგრძობს სიცოცხლეს სულში და ამქვეყნიდან აბარგებას არ ჩქარობს”.

* * *

“ახალგაზრდული ღიმილი ეს ის ღიმილია,რომელიც ყველას დაუკითხავად და უმიზეზოდ მათ სახეებზე დავანებულა და მისი დიდი მომხიბვლელობაც სწორედ ამაში გახლავთ”.

* * *

“ადამიანთა ცხოვრებაში არის ისეთი ცოდვები,რომელთა მოგონება თავისი ჯადოსნური ცდუნებით უფრო მეტად ხიბლავს და სიამეს განაცდევინებს სულს,ვიდრე თვით შეცოდება.დიახ,ეს მეტად უჩვეულო სიამე,რომელიც ადამიანურ სიამაყესა და თავმოყვარეობას უფრო მეტად აკმაყოფილებს საერთოდ,ვიდრე გრძნობებს და გონებაშიც სიხარულის ნაპერწკალს აღანთებს,გაცილებით დიდია იმ სიტკბოებასა და სიხარულთან შედარებით,რომელიც მას ოდესმე მოუტანია ან კიდევ მოუტანს ადამიანის გრძნობათა სამყაროს”.

* * *

“საზოგადოება, და მით უფრო ცივილიზაციას ნაზიარები საზოგადოება,არცთუ ისე ადვილად იწამებს ყოველივეს,რაც სახელს უტეხს დიდი სიმდიდრის მფლობელ და თვალწარმტაცი გარეგნობის ადამიანებს.მას ინსტიქტურად შეგნებული აქვს,რომ საუკეთესო ქცევა გაცილებით მნიშვნელოვანია,ვიდრე თვით ზნეობა და ყველაზე მეტად პატივსაცემ პიროვნებას და მის ადამიანურ თვისებებს უფრო ნაკლებად აფასებს,ვიდრე იმ ადამიანს,ვისაც კარგი მზარეული ჰყავს სახლში”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ადამიანის გრძნობად ცხოვრებას ისევე,როგორც სულიერს,აქვს თავისი წმინდათაწმინდა საიდუმლოებანი,რომლებიც დღის სინათლეზე გამოვლენას საჭიროებენ”.

* * *

” – კეთილი ზრახვანი,ბუნების მეცნიერულ კანონთა საპირისპიროდ,სრულიად უსარგებლო ცდაა,მათი წარმოშობის ძირი ამაოებაში იმალება და მათი შედეგიც აბსოლუტური ნულის ტოლია.ხანდახან ისინი,მართალია,განცხრობისმაგვარ ნეტარებას გვანიჭებენ,მაგრამ განსაკუთრებულ სიამეს მათგან მხოლოდ სუსტნი ღებულობენ.აი,მხოლოდ რის თქმა შეიძლება მათ შესახებ.ისინი იმ ქვითრებს ჰგვანან,რომელთაც იმ ბანკიდან იწერენ,სადაც მათ ანგარიში არ გააჩნიათ”.

* * *

“ადამიანთ ძალიან ძალუძთ თვით დაღუპონ საკუთარი სული”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>