ამონარიდები შალვა დადიანის ისტორიული რომანიდან – „უბედური რუსი”
„ – ჩვენი უბედურებაც ესაა. სულ ყველაფერი უცხო მოგვწონს… მუდამ უცხოეთისაკენ ვიმზირებით, მაგრამ განა ბევრი ყოფილა თქვენგანი უცხოეთში?.. მე შემომივლია ეგ უცხოეთი: ვყოფილვარ ბაღდადს, მივლია მისრეთში, მინახავს განთქმული ბიზანტია, გადავსულვარ ვლახეთს, მომივლია სკვითთა ქვეყნები. მინახავს რომი, ინდოეთი და ჩინეთი… მე მკითხეთ ამბები… რამდენი მიამბნია კიდეც… დიდებულია ეს ქვეყნები, მაგრამ ჩვენ მაინც თავისებური სიკეთე გვახლავს, ამათ უნდა გამოყენება… იმ უცხოეთში ბევრი სივაგლახე, გამოუსადეგარი, ჩვენი სულის შეუფერებელია, ნუ წარგიზიდავთ ისე უცხო, როგორც თავისი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩვენ აღვზარდეთ კაცობრიობა: მისრეთი, ელადა, რომი. ასურასტანმა და სპარსეთმა ჩვენგან ისწავლეს თუ ვით უნდა შემკვრელობითი ცხოვრება, სახელმწიფოს შექმნა. პირველი ფიქრი ღმერთზე ჩვენ ჩამოვიტანეთ შორეულ მთების კალთიდან სპარსეთის ზღვის ყურეში, დავაარსეთ პირველი ქალაქი ური, საცა ავღმართეთ ტაძარი მთვარისა და ვუწყეთ საუბარი ციურ მნათობებს. ვარსკვლავთმრიცხველობა პირველი ჩვენ ვამცნეთ კაცობრიობას… მე არას ვამბობ სპილენძზე, თუთფერზე და ბრინჯაოზე, რომლის ხელობაც ჩვენ ვასწავლეთ სხვებს… ჩვენგან ნასწავლნი კი ეხლა ისე უმადურნი აღმოჩნდნენ, რომ სულ დაგვივიწყეს და იქა-აქა ძველი სახელები დარჩა ჩვენი, მაგრამ იმაზე არას ამბობენ, რომ ყველა ისინი, ეს ქალდეველნი, მიტანნი, ხუთნი, ნაირი, ურართუ და სხვანი, ქართველთა მოდგმის რომ იყვნენ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველ ხალხს თავისი კანონი და ჩვეულება აქვს, ამიტომაც ყოველი ხალხი უნდა ცდილობდეს ამ ჩვეულების დაცვას და განმტკიცებას. ყოველივე კავშირი, რომელზედაც დამოკიდებულია საზოგადოებრივი ცხოვრება, მან თავის შორის უნდა გამონახოს და მოიძიოს ამის საშუალება; როგორც ყოველი ცხოველი თავის მსგავსს ეძიებს, ეგრეთვე ხალხმაც ეგეთი წესი უნდა შემოიღოს, – შეუღლდეს არა უცხო ტომის შთამომავალსა და უცხო ენის პატრონსა, არამედ თავისივე მოდგმისას და მისივე ენის გამგონს. მხოლოდ ამას შეუძლიან, მეუღლეთა შორის განამტკიცოს მშვიდობა, სათნოება და უნაზესი გრძნობანი…”
* * *
„არ მივხედოთ ნათესაობის მოსაზრებას, მახლობელთ რჩევას, დავენდოთ მხოლოდ ჩვენს გონებას, რომ გზა გაიკვლიოს… და უნაზესმა ჩვენმა გრძნობამ ეს გზა განგვინათოს…”
* * *
„ქვეყნის ბედი უმაღლესია ჩემს საპირადოზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნუ ენდობი კაცსა პირხმელსა და მრავლისმეტყველსა”.
* * *
„ერი ჭორებით არ უნდა იკვებებოდეს”.
* * *
„ – ჩვენა გვგონია, რაც უცხოა – უთუოდ კარგია. მაგრამ თვით უცხოეთში უნდა მიხვიდეთ, რომ ნათლად იგრძნოთ ეს საუცხოობა. ჰმ! საუცხოო! ეს სიტყვა უნდა ამოვარდეს ძირ-ფესვიანად ჩვენის ენიდან, ჩვენის გონებიდან, ჩვენი შეგნების საძრაობიდან… ეგა გვღუპავს ჩვენ… გვიხშობს თავის რწმენას”. – (ავტორი გენია.ჯი)