ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ვაჟკაცობა ისეთი რამეა, რასაც ვერ მოსთხოვ ადამიანს. როგორ უნდა იყოს ადამიანი ვაჟკაცი, თუ არა აქვს ეს ვაჟკაცობა, არა აქვს, გესმის, არ დაუტოვა მამამისმა ასეთი რამე და მორჩა”. – კოტე ჯანდიერი (ხანმოკლე შვებულება) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უცნაურადაა მოწყობილი ეს ქვეყანა. იმ იადონს, რაც აქა ვართ, არ მოუსვენია. სტვენით, გალობით შესთხოვს ვიღაცას, ჩვენთვის გაუგებარი სიტყვებით შესთხოვს, ემუდარება – ის ვიღაცა კი ყურს არ უგდებს, არაფრად აგდებს მის სათხოვარს. იცი, ძაბუ! ამბობენ, მხოლოდ მამალი ფრთოსნები მღერიანო; მამალი იადონი, მამალი მაფშალია, მამალი შაშვი… მერე თურმე დედლებს, შეყვარებულ დედალ ფრთოსნებს უმღერიან ასე თავგანწირულად და მთელის გულით… ამით ართობენ, იმათ აბრუებენ ამ უცნაური ხმის რაკრაკით, რომ ამ გზით მიაღწიონ გულის საწადელს. ამდენი ჯაფა, გულის გაწვრილება სჭირდებათ იმ ფრთოსნებს, რომ მოიგონ სატრფოს გული… განა ასევე არ არის ადამიანებში… ყოველთვის მამაკაცი ეაჯება ქალს, რომ დაარწმუნოს სიყვარულის გულწრფელობაში”. – სერგი ჭილაია (უგვირგვინო უფლისწული)

* * *

„ამდენს იმიტომ ვყვირი სიკვდილზე რომ სინამდვილეში სიცოცხლე მაყვირებს, იმიტომ რომ სიკვდილი სიცოცხლის გარეშე შეულებელია”. – ჯეკ კერუაკი (დიდი სური) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სახელმწიფო კანონის და ცხოვრების ნორმების სხვადასხვა სახის დარღვევათა რიცხვმა ბოლო ჟამს სავალდებულო სამსახურივით იმატა. ვერც ამ რკინეულის ნაკრძალსიქიდან გამოჭყეტილი თვალი გაუჩენს მამულს შვილს, ვერ მოგვცემს ნამატს…” – მერაბ ელიოზიშვილი (კურდღლის სიმღერა)

* * *

„ადამიანსაც აქვს თავისი ზაფხული და გაზაფხული, თავისი ხანმოკლე შემოდგომა, მაგრამ, ჰაიდა, გადავა შემდეგ მუდმივ ზამთარში და არც არასოდეს ეღირსება ლურჯი ფერების, მწვანე ფერების, იის ფერების ხილვა”. – სერგი ჭილაია (უგვირგვინო უფლისწული)

* * *

„როგორ შეუძლია საქმეში ჩაუხედავ ხალხს იფიქროს რომ გიჟები „ბედნიერები” არიან, ო ღმერთო, საერთოდ ეს ირვინ გარდენმა გამაფრთხილა ერთხელ, ნუ იფიქრებ რომ საგიჟეთები „ჭკუამხიარული შეშლილებითაა” სავსეო, „თავში ჩაფრენილი მარწუხები ტკივილს გაყენებს, გონებაში გამეფებული აუტანელი შიში კიდევ უფრო მტკივნეულია, ძალიან უბედურები არიან, განსაკუთრებით იმიტომ რომ ვერავის აგებინებენ, ვერ აგრძნობინებენ, ვერავინ დაეხმარება მთელი ამ ისტერიული პარანოიით შეპყრობილებს, ისინი უფრო მეტად იტანჯებიან, ვიდრე სხვა ნებისმიერი ადამიანი მსოფლიოში და ვფიქრობ საერთოდ მთელ მზისქვეშეთშიც”. – ჯეკ კერუაკი (დიდი სური)

* * *

„ – ოდეს ენანი დადუმდეს და არავინ ღაღადებდეს, მაშინაც რუსთველის სიტყვა იჟღერებს მხოლოდ! შოთას ლექსის წინაშე ყოველი საქმე დადუმდება!” – გიორგი ლეონიძე (ჩორეხი)

* * *

„თანასწორობის სახელით აცამტვერებენ თვით თანასწორობას”. – ჯეკ ლონდონი (მარტინ იდენი)

* * *

„რაკი ქრისტეანი ხარ, ეგეც მართებულია რომ იცოდე, ჭაბუკო: ხალხს სამი რამ უნდა ასწავლოს ერის წინამდგომმა ყოველმა: შიმშილი, ლოცვა და შრომა, ხოლო რაიცა შეეხება ომს, ომში აზნაურები წაასხამენ მონებს”… – კონსტანტინე გამსახურდია (დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა)

* * *

„დე იარსებოს ზეცამ, თუნდაც პირადად ჩემი ადგილი ჯოჯოხეთში იყოს”. – ხორხე ლუის ბორხესი (ბაბილონის ბიბლიოთეკა) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>