ამონარიდი ჯეკ კერუაკის ნოველიდან – “დიდი სური”
“საკუთარი ლოთობა ისე არ მაწუხებს,როგორც ის რომ ამ “მიწიერი ცხოვრების” თვითმფრინავის დანარჩენ მგზავრებს საერთოდ არ ქენჯნით სინდისი – დილაობით მოსყიდული მოსამართლეები წვერს იპარსავენ და ღიმილით ემზადებიან თავიანთი საზარელი განურჩევლობისთვის,პატივცემული გენერლები ჯარისკაცებს ტელეფონით აძლევენ სასიკვდილო ბრძოლაში ჩაბმის ან სულაც სიკვდილის ბრძანებას,ჯიბის ქურდები საკნებში იქნევენ თავებს “არასდროს არავისთვის გვიწყენინებიაო”,”შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ,დიახ,სერ”,ქალები კაცების მხსნელებად რომ წარმოუდგენიათ თავი და უმოწყალოდ სწოვენ სისხლს,ჰგონიათ ჩვენი გედივით მოღერებული კისერი ამას ნამდვილად იმსახურებსო (თუმცა ხელიდან გაშვებულ თითო გედის კისერზე ათი მაინც მოდის და თითოეული მზადაა უყოყმანოდ დაგნებდეს) მარტო იმიტომ რომ სუფთა პერანგები აცვიათ,ეს საშინელი გასიებული კაცისსახიანი ურჩხულები მშრომელ ხალხს მათი ცხოვრების მართვის პატივს სდებენ გუბერნატორებად რომ იყრიან კენჭს და გაიძახიან “ჩემს ხელში თქვენი გადასახადები როგორც საჭიროა ისე დაიხარჯებაო”,”უნდა გააცნობიეროთ,რა ფასდაუდებელი ადამიანი ვარ და როგორ გჭირდებით,ჩემს გარეშე რა იქნებოდით,ვინ გმართავდათო?” – თვალწინ უზარმაზარი პრიალა კაცის კარიკატურას გაფარებენ სახით ამომავალი მზისკენ,გაშლილი მხრებით და ფეხებთან სახნისით,ჰალსტუხიანი გუბერნატორი მზის ამოსვლამდე თივის ზვინის დადგმას აპირებს – მრცხვენია კაცობრიობის ნაწილი რომ ვარ”. – (ავტორი გენია.ჯი)