ამონარიდი სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობიდან – “წითელი სარჩული”
” – ნამუსი,სინდისი?!. ჰმ… ნამუსსა და სინდისს ისეთს სქელ ფარდას ჩამოვაფარებ,რომ თვალითაც ვერავინ დაინახოს.აი,ნახავ,ჩემო ნინუცა,თუ რა ვქნა: ერთის მხრივ ჩემს ხალხს ვასიამოვნებ,მასთან სახელს გავიკეთებ… უკვე ჩავყარე იმის საძირკველი ხალხის გულში… ღმერთმა მომცა გონება,ჭკუა და გარეგნობა,ყველა ეს სწავლით შევაზავე; “ჭკვა სწავლით მოიხმარებისო”,ჭკვა უხმარ არს ბრიყვთათვისო”,ამბობს დავით გურამიშვილი.მეორეს მხრივ,ჩემს მთავრობას ფეხქვეშ გავერთხობი,მის წინ დავდნებ-დავხორავიჭდები.თავს ანგელოზად მოვაჩვენებ.თუ ასე არ მოიქცევი,წინ არ წაგწევენ და დერეფანში გდებით და ხოხვით სულს ამოგართმევენ.მესამე მხრივ,არაფერს და არავის არ დავზოგავ,ყველას ცეცხლ-ნავთში გავატარებ,ვინც კი ჩემი სურვილების შესრულებას წინ გადაეღობება… აი,დღეს მე პატარა ჩინოსანი ვარ,ხვალ დიდი კაცი შევიქნები; რა სალდათია ის სალდათი,რომელიც გენერლობას არ მოელის.
ნამუსი,სინდისი?!.. იმ ნამუსს და სინდისს რომ მიჰყვე,რომელსაც ფილოსოფოსები გვიქადაგებენ,შიმშილით სული ამოგვძვრება.ეხლა გამეფებულია სხვაგვარი ნამუსი და სინდისი,ქვეყანა მას მისდევს,მას ადგია.სინდისი მეუბნევა,ხალხს უანგაროთ ემსახურეო.სხვაგვარი სამსახური ნუ გინდაო,მაგრამ მე ამნაირი სინდისი მოვდრიკე,წელში მოვკაკვე და ახლა ასე ვალაპარაკებ; ხალხს თვალები აუბი,თვალში ნაცარი ჩააყარე,უფროსების წინ მოიკაკვე,ხელ-ფეხი გაულოკე,იფლიდე,იცრუე,ანგელოზად ეჩვენე,იმის წინ ქვემძრომივით იხოხე.
ოჰოჰო!.. ბევრს ვინაღვლი… ძაღლი უსინდისობას სჩადის,როცა ჯამში წვენს ენას ამოჰკრავს და სუფრიდან ლუკმას მოგტაცებს,ან ღორი რომ წიწილებს ჩასანსლავს,ან ცომს შეუჭამს გლეხის ცოლსა! ძაღლს სახრით გვერდებს აუჭრელებენ ხოლმე,ღორს დრუნჩს მიუჩეჩქვენ ამისთანა საქციელისათვის.მაგრამ მაშ რა ჰქნას ძაღლმა,ან ღორმა,ცხოვრება უნდათ; ცხოვრებამ ასე მიმართა და მიდრიკა იმათი სინდისი,რომ თუ ერთმა ენა არ ამოჰკრა სადმე და მეორემ დრუნჩი არსად წაჰყო,მეტი გზა არა აქვთ.ადამიანიც ასეა: ბევრი მოხვდება ცხოვრებაში; ზოგან ქიმუნჯს წაჰკრავენ,ზოგან წკიპურტს,იქნება სახრეც მოხვდეს,მაგრამ აწინდელ ცხოვრებას მაინც არ უნდა ჩამორჩე.უნდა იწიო მაღლა-მაღლა და ახვიდე სამსახურის ზემო საფეხურზე”. – (ავტორი გენია.ჯი)