ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ქალის ენა ყოველთვის არას ამბობს,გული კი ჰოს… ქალმა რო არას თქმა არ იცოდეს და ქალი რო მშიშარა,მორცხვი და შველივით ფრთხილი არ იყოს,ოროველა კამეჩი იქნებოდა და ცალგროშადაც არ ეღირებოდა”. – დიმიტრი მაჩხანელი (დილიმზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჰე,ჰე,აბა რა ვართ თვალგულგაუმაძღარი ადამიანები,რისთვინა ვძულდებით ერთმანეთს და რატომ არ გვესმის: დღეს თუ ხვალ ჩვენც მიწა-მტვრად ვიქცევით”. - დიმიტრი მაჩხანელი (დილიმზე)
* * *
“ერთ დღეს გაჩენილები ერთ დღესვე დავიხოცებით და ყველა თავის სიმართლითა ვცხონდებით და საუკუნით წავწყმდებით ამ ქვეყანათაც და იმ ქვეყანათაც.მაგრამ ადამიანის შვილი სულისათვინ არასა ზრუნავს და თავის თავი უკვდავუბერებელი ჰგონია”. - დიმიტრი მაჩხანელი (დილიმზე)
* * *
“ნათქვამია: ერთი კაი ვაჟკაცი მთელი ქვეყნის სიმდიდრეს ჰჯობიაო,იმიტო,რო სიმდიდრეც თვითონვეა და ვაჟკაციცო”. - დიმიტრი მაჩხანელი (დილიმზე)
* * *
“ვინც რა უნდა თქვასო,წისქვილმა კი ფქვასო.ძაღლის ყეფას და ენაჭარტალა ჭორიკანას ღავღავს იმათივე ყური უგდებს ყურს და არა ჭკვადამჯდარი ადამიანი”. – დიმიტრი მაჩხანელი (სიყვარულის ამბავი)
* * *
“მართალია,სიყვარულზე სანატრელი და კარგი სხვა არა გაუჩენია რა ღმერთს და ესაც ხო გაგვიგონია ხალხში: სიყვარული რო არ გაეჩინა ღმერთს,მთელი ქვეყანა უსულ-გულო ქაჯ-ეშმაკების ჯოჯოხეთი იქნებოდაო, და რა ადამიანის გულშიაც სიყვარული დაბერებულა და მომკვდარა,ის ადამიანი აღარასფერში ვარგებულაო.მაგრამ ესაც მართალია: ქვეყნის მალამოსანატრელ სიყვარულს იგეთი ენით გამოუთქმელი ტანჯვა-წამებაცა სცოდნია ადამიანისა,რო მთელი ცა-ქვეყნის ჯოჯოხეთის გენიაც ვერ დაგტანჯავს იგრე უწყალოდ,იგრე უღვთოდ,იგრე შეუბრალებლად”. - დიმიტრი მაჩხანელი (სიყვარულის ამბავი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მაშინ სიკვდილსაც ვიღა იჩივლებს,თუ ჩვენს შემდეგებს ეშველებათ რამე”. – სოფრომ მგალობლიშვილი (ზეციერო გამიღიმე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ძლიერნი ამაქვეყნისანი ღმერთსაც კი არ ინდობენ მოსაკლავად.ქვეყნად მშვიდობისა და სათნოების მომტანს იროდე მეფემ მოკვლა დაუპირა და აღხოცა უამრავი ყრმანი,”რომელნი იყვნენ ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა,ორით წლითგანი და უდარესი”. - სოფრომ მგალობლიშვილი (ზეციერო გამიღიმე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ხალხის გული უძირო ზღვაა,იქ ბევრი რამ იმალება; რომ აქოთდება,ნაძირალი ამოაქვს და ბურთივით ისვრის აქეთ-იქით… იმის გულის ფიცარზე ყოველივე აღბეჭდილა,ღრმად აღბეჭდილა…” – სოფრომ მგალობლიშვილი (წითელი სარჩული)
* * *
” – დიდ კაცს დიდი შეცდომაც მოუვა…” - სოფრომ მგალობლიშვილი (წითელი სარჩული)