მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “ეპიზოდი”

სმენადაქვეითებული ესპანელი იდალგოს – როდრიგო დე სერვანტესის ვაჟის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წლები) შესახებ გავრცელებული ერთ-ერთი ადრეული ვერსია ირწმუნებოდა,რომ ოჯახში შექმნილი გაუსაძლისი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო უკვდავი ლიტერატურული ქმნილების “დონ კიხოტის” ავტორი ახალგაზრდულ ასაკში იძულებული იყო სხვადასხვა სახის დანაშაულებები ჩაედინაო. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ვერსია იმასაც კი ირწმუნებოდა,რომ საავედრამ ხელი 1571 წელს გამართულ ლეპონტოს ბრძოლაში კი არა,სწორედ იმ დროს დაკარგა,როდესაც იგი ერთ-ერთი ძარცვის დროს დააკავეს და სასჯელის სახით ხელი მოკვეთესო.თუმცა სერვანტესის მიმართ გავრცელებულ ამ საშინელ ხმებს სიმართლესთან არავითარი კავშირი არა აქვს,რასაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება ადასტურებს.უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია ის,რომ იმ პერიოდში მოქმედი ესპანური კანონმდებლობა ასეთი კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებისათვის ხელების მოკვეთას არ ითვალისწინებდა.გარდა ამისა,უცილობლად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც,რომ ესპანური საზღვაო ქვეითების რიგებში არავინ მიიღებდა ცალხელა ჯარისკაცს და არც გალერაზე დაასაქმებდნენ,სადაც სამუშაოდ უპირობოდ ორივე ხელი იყო საჭირო.ასე რომ მიგელ დე სერვანტესის შესახებ გავრცელებული ყალბი ხმები ამ უდიდესი მწერლის შემოქმედების მოშურნეებისა და მტრების მიერ იყო გავრცელებული. – (ვტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>