ამონარიდი აქვსენტი ცაგარელის პიესიდან – “ჭკუისა მჭირს!”
“ქვეყანა? ხალხი? ნათესაობა? მეგობრები?!. ოჰ,რა მწარე დაცინვაა ამ სიტყვების ხმარება ამ უბედურს ქვეყანაში!.. განა,თვალებახვეული უფსკრულისკენ რომ მიდიოდე,შეგაყენებს ვინმე?! შენის ხელითვე შენთვის საწამლავს იმზადებდე გაუგებრად,განა ხელს შეგიშლის ვინმე?! არა,განა მეგობრები მაგისთვის არიან! მეგობრები იმიტომ არიან,რომ როდესაც უგრძნობლად ჰფლანგავ შენს ქონებას,იმათ სიხარულით ტაში დაგიკრან! მეგობარი იმიტომა გყავს,რომ ყველაზედ ადრე იმან მოსწამლოს შენი სიცოცხლე! მეგობარი იმიტომა გყავს,რომ პირველად იმან გამოაშკარაოს ქვეყანაში შენი დაუძლურება,დაცემა,შენი ოჯახის დაღუპვა!.. ეს ასეა,შენ ხომ მეგობარი არა გყავს! მეგობარი შენს ქონებას,შენს ფულებს,შენს კარეტას,შენს ცხენებს… და თუ ესენი არ გაბადია,მეგობარს თვალითაც ვერ დაინახამ,აი,რას ეძახიან ჩვენს დროში მეგობრობას! წადი და იცხოვრე ამისთანა ქვეყანაში!..” – (ავტორი გენია.ჯი)