ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ადამიანი სიხარბედ გარდაიქცა და ეს სიხარბე მგლად მოევლინა ქვეყნიერებას”. - ნიკო ლომოური (წუთისოფელი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გაყმაწვილებული მოხუცი ყმაწვილზედ უარესად თავის ნებასაა!” – აქვსენტი ცაგარელი (ხანუმა)
* * *
“შფოთვენ და დრტვიან… და აღიძვრიან იმავ მიწისთვის,რაც დღეს თუ ხვალ თითონ არიან”. – ნიკო ლომოური (წუთისოფელი)
* * *
“ოჯახი მომეტებულად მაშინ ირყევა,რომ ნაკლულობა და სიღარიბე ეპარება”. - ნიკო ლომოური (ბერუა ქრისტესაშვილი)
* * *
“რისთვის მოიწამლა,უბადრუკმა,ისედაც მოკლე სიცოცხლე? რა მიზანი,რა აზრი ჰქონდა მის ყოველდღიურ შფოთვას,ტანჯვასა და მოუსვენრობას? რა მოგახსენოთ! ჰკითხეთ,ჩემო ბატონო,ადამიანის უგუნურებას! საბრალო! ისეთნაირად ებღაუჭება წუთისოფელს,თითქო საუკუნოთ მის ნებიერ და საალერსო სტუმრად დარჩებოდეს ამ ქვეყნად!..” - ნიკო ლომოური (წუთისოფელი)
* * *
“სამშობლო ქვეყნის სიყვარულო,უფალმა აკურთხოს,უფალმა,შენი ბრწყინვალე სახელი,შენი ქვეყნად მომავლენელი!!.” - ნიკო ლომოური (წუთისოფელი)
* * *
“ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე სხვადასხვა ჭორები დღე და ღამ ყველგან თავისუფლად დაბრძანდებიან და ხშირად თვით უმანკო და პატიოსანი ადამიანის კარებზედაც კი დააბმენ ხოლმე თავიანთ კუდიანურ ფერხულს”. - ნიკო ლომოური (წუთისოფელი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ზოგჯერ ჭკვიანებიც კი სულელდებიან ხოლმე”. - ნიკო ლომოური (წუთისოფელი)