ამონარიდები ვასილ ბარნოვის მოთხრობიდან – “გველის ზეიმი”

” – შენც შეგინიშნია ეს საკვირველი ამბავი? ჩაჰხედავ ადამიანს თვალებში და შემოგანათებს იქიდან რომელიმე მხეცი,ან მფრინველი თუ ქვეწარმავალი.დაინახავ ხანდისხან ანგელოსსაც,ნათელის შვილს,ციაგის მოტრფიალეს; თვით სიბრძნეც შემოგხედავს,ღრმად გამჭვრეტელი ან სახიერება,კეთილის რამ ტბა,მაგრამ იშვიათად,ათასში ერთხელ.უფრო ხშირად – რაღაც პირუტყვი”. – (ვტორი გენია.ჯი)

* * *

“ხეც ყოველ გაზაფხულზე იმოსება ფოთლებით,მაგრამ მხოლოდ გულუბრყვილოს ეგონება,იგივე ფოთლებიაო ის.არა,ისინი მოისპნენ,მტვერს განერთხნენ,ნიადაგს შეერივნენ მიწის შვილები”.

* * *

“მაინც რა ბევრი უნდა ადამიანის კმაყოფილებას? ლუკმა პური,ბინა უყვედრი და კეთილი გული”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – თავის შეკავება,ზომიერება… აბა ერთი სცადე! ადვილად იტყვის ენა”.

* * *

” – უცოლო კაცი ცალმხრივია,არ არის სრული,ვერ იტყვის,ნამდვილი მოქალაქე ვარო.

- რატომ?

- იმიტომ,რომ ვერ ასრულებს მოვალეობას: ვერ უზრდის ხალხს შვილს,ვერ ეხმარება ერის გამრავლების აუცილებლობას; იქნება ცხოვრებისა ეშინიან და მისთვის გაუმარტოვებია თავი,ხოლო მშიშარა რა ვაჟკაცია,რა მოქალაქე?! იქნება ისეთი თავმოყვარეა,რომ არ უნდა თავი შეივიწროვოს ვისთვისმე,არც საყვარელი არსებისათვის; მხოლოდ თავის თავზედ მზრუნველი აბა რა მამულისშვილობას გასწევს”.

* * *

“ცოდვაა,კაცზედ აუგი სთქვა,აქაო-და შენზედ ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს ის: მისი საქმებით შეაფასე ადამიანი; ნაყოფით იცნობების ხეხილი”.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>