ამონარიდები მერი შელის რომანიდან – „ფრანკენშტაინი”
„გავიგე,რომ ადამიანები ყველაზე მაღლა აყენებენ წარჩინებულ და განთქმულ სახელს,სიმდიდრესთან თანხვედრილს.მათი პატივისცემა შეიძლება დაიმსახურო,თუ ბედის ეს რომელიმე საჩუქარი გერგო.მაგრამ ადამიანი,რომელსაც არც ერთი არ აქვს,უკიდურესი გამონაკლისის გარდა,მაწანწალად და მონად მიიჩნევა,რომელიც განწირულია,მთელი თავისი ძალები რამდენიმე რჩეულის მორჩილებისკენ მიმართოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბოროტმოქმედებით წაბილწული,სინდისის ქენჯნით განმირული,სადღა ვპოვებ სიმშვიდეს,თუ არა სიკვდილში?”
* * *
„ეძიეთ ბედნიერება სიმშვიდეში და გეშინოდეთ პატივმოყვარეობის.გეშინოდეთ თუნდაც ერთი შეხედვით უცოდველი მისწრაფებისა”.
* * *
„მე რომ მნიშვნელოვანი აღმოჩენით ვიყო დაკავებული,რომელიც ბევრ სასიკეთოს სარგებელს ჰპირდება ადამიანებს,ვისურვებდი,მეცოცხლა მათ დასასრულებლად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორ უნდა შეჰპირდე სიამეს იმ ადამიანს,რომელიც უკიდეგანოდ უბედურია და ყველა იმედი წართმევია ამ ცხოვრებაში? არა! ერთადერთი სიხარული,რისი შეგრძნების უნარიც ჯერ კიდევ შერჩენია,მაშინ დაეუფლება,როცა მისი დამსხვრეული სული სიკვდილში პოვებს შვებას”.
* * *
„ – გაურკვევლობა ათასჯერ უარესია საშინელ უბედურებაზე”.
* * *
„რატომ უნდა შევიბრალო ადამიანი იმაზე მეტად,ვიდრე ის მიბრალებს მე?”
* * *
„ – გულს ნუ გაიტეხთ.მარტოობა მართლაც უბედურებაა.მაგრამ ადამიანთა გული,როდესაც მათ ეგოისტური ანგარიშიანობა არ ამოძრავებთ,ძმური სიყვარულითა და გულმოწყალებით არის სავსე.იმედი იქონიეთ”.
* * *
„ადამიანებს ახასიათებთ უბედურთა შეჩვენება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წყეულიმც იყოს ჩემი გაჩენის დღე! წყეულო შემქმნელო! რატომ შემქმენი ურჩხული,რომლისგანაც თვითონვე იბრუნე პირი? მოწყალე ღმერთმა შექმნა მშვენიერი ადამიანი,ხატად თავისად; მე კი თვით შენი დამახინჯებული სახე ვარ და კიდევ უფრო ამაზრზენი”.