ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ნეტავ მეგობრობა მანამ გამოგვევლინა ადამიანისადმი, სანამ ცოცხალია, თორემ მიცვალებულს რაღად უნდა ფიცი და მტკიცი”. - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (დიდი გეტსბი)
* * *
„ჩვენ შევიცანით ეს უგუნური სამყარო, სადაც კაცის სიკვდილი ისეთივე ჩვეულებრივი რამ არის, როგორიც ბუზისა”. – ალბერ კამიუ (შავი ჭირი)
* * *
„თუ ქმარს ქვემოდან დაუწყებ ყურებას, როგორც შენს ბატონს, თუ თანასწორი არ იქნები მასთან, ამით შენი ღირსება შეილახება”. - ჯინ ოსტინი (სიამაყე და ცრურწმენა)
* * *
„საუკუნე საუკუნეს მისდევს, ცდომილებები კი მხოლოდ აწმყოში ხდება”. – ხორხე ლუის ბორხესი (განშტოებულ ბილიკთა ბაღი)
* * *
„ადამიანის თანაგრძნობასაც თავისი საზღვარი აქვს”. – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (დიდი გეტსბი)
* * *
„სიყვარული ღვთაებრივი თრობის ფორმაა და ყველასთვის ხელმისწვდომი”. - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (სასტუმრო რიცისოდენა ალმასი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სულიერი აშლილობა უსაზღვროდ ნაირსახოვანია. არსებობს მოვლენები, რომელთაც თანამედროვე ფსიქოლოგები „აკვიატებულ იდეებს” უწოდებენ. ეს იდეა შეიძლება იყოს სრულიად უმნიშვნელო და ამით შეპყრობილი ადამიანი ყველა სხვა ურთიერთობაში სრულიად ნორმალური გახლდეთ. დავუშვათ, რომელიმე მანიაკმა მეტისმეტად ბევრი რამ წაიკითხა ნაპოლეონზე ან შეიტყო რაიმე წყენის ამბავი, მის წინაპრებს ნაპოლეონის ომების დროს რომ მიაყენეს. ასე შეიქმნება „აკვიატებული იდეა” და მისი ზეგავლენით გამომუშავდება უნარი უაღრესად ფანტასტიკური ოინების ჩასადენად”. – ართურ კონან დოილი (შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი)
* * *
„არაფერი არ არის ისეთი გაუსაძლისი, როგორც საზარელი მოვლენების ქარიშხლის კვალდაკვალ ჩამომდგარი უმოქმედობის მკვდარი სიმშვიდე – ის დარი, სადაც აღარ არის ადგილი არც შიშისა და არც იმედისთვის”. – მერი შელი (ფრანკენშტაინი)
* * *
„ – კარგა ხანია, ცნობილია, რომ ადამიანი ერთდროულად ღარიბი და თავისუფალი ვერ იქნება. არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, თავისუფლებას ვამჯობინებდი”. - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (სასტუმრო რიცისოდენა ალმასი)
* * *
„წარსულზე მხოლოდ მაშინ იფიქრეთ, როცა მისი გახსენება სიხარულს მოგგვრით”. – ჯინ ოსტინი (სიამაყე და ცრურწმენა) – (ავტორი გენია.ჯი)