ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – „დონ კიხოტი”
„სხვისი გმობა რად გიკვირთ,როცა თვით ღმერთი ჰგმეს?” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უსამართლო შურისძიება (თუმცა სამართლიანი შურისძიება საერთოდ არ არსებობს) აშკარად ეწინააღმდეგება ჩვენს წმიდათაწმიდა სარწმუნოებას,რომელიც გვიწესებს,კეთილს ვუყოფდეთ ჩვენს მტრებს და გვიყვარდეს ჩვენი მოძულენი.ამ დიადი ცნების აღსრულება ძნელი ჰგონია მხოლოდ იმას,ვის თვალშიც ეს ქვეყანა მეტად ფასობს,ვიდრე უფალი, და ვინც სხეულს უფრო გულმხურვალე სიყვარულით ემსჭვალვის,ვიდრე ჩვენს უკვდავ სულს,რადგანაც იესო ქრისტემ,ჭეშმარიტმა ღმერთკაცმა,რომელსაც არასოდეს უცრუია,არც შეეძლო და არც შეუძლია იცრუოს,ჩვენმა დიდმა სჯულმდებელმა გვამცნო,რომ უღელი მისი ამოა და ტვირთი მისი – მსუბუქი.მაშასადამე,მას არ შეეძლო ჩვენთვის მცნებად დაედო ის,რის აღსრულებასაც ვერ შევძლებდით.ასე რომ, მოწყალეო ხელმწიფენო,როგორც ღვთაებრივ,ისე ადამიანურ კანონთა ძალითაც,მოვალენი ხართ,დაცხრეთ და დაშოშმინდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განსწავლულობა სიქველის გარეშე იგივეა,რაც მარგალიტი ნაგავში”.
* * *
„სიმამაცეს,რომელიც სიშლეგეს უახლოვდება,სიგიჟე უფრო ეთქმის,ვიდრე სიმტკიცე”.
* * *
„დედ-მამის ვალია სიყრმითგანვე სიქველის,სათნოებისა და ქრისტიანული სიკეთით მადლმოსილი ცხოვრების გზაზე დააყენონ შვილები,რათა უკვე მოზრდილნი და მოწიფულნი ყავარჯნად ექმნენ თავიანთ მოხუც მშობლებს,ხოლო მათი სახელი საამაყოდ დარჩეს შთამომავლობას”.
* * *
„მთელი ეს ქვეყანა ათასგვარი ხრიკებისა და ურთიერთსაპირისპირო ზრახვათა დაუნდობელი ჭიდილის ასპარეზია”.
* * *
„ქვეყანა სხვა არა არის რა,თუ არ მაღალი ნიჭით ცხებულთა და ღირსეულთა მტერი.რამდენი უნარი ვერ პოულობს გასაქანს! რამდენი ნიჭი იკარგება და უკვალოდ ქრება! რამდენი ღირსებაა დამცირებული და დაცინვის საგნად ქცეული!”
* * *
„უნდა იცოდე,თუ ჯერ კიდევ არ იცი,სანჩო,რომ არაფერი ისეთი ძალით არ აღგვიგზნებს გულში სიყვარულს,როგორც ორი რამ: თვალსმომჭრელი სილამაზე და ღირსეული სახელი”.
* * *
„ცნობილია,რომ ყოვლისწამლეკი და ყოვლისმმუსვრელი უბედურება,ციურ მნათობთა წრებრუნვა და ბედის უკუღმა ტრიალი,ზეგარდმო რომ მოგვივლენს ხოლმე,გარდუვალია, და არ არსებობს ამ ქვეყნად არავითარი ძალა,არავითარი ძალისხმევა,მისგან რომ დაგიფაროს ან თავიდან აგაცილოს იგი”.
* * *
„სულის თვითნებური მოძრაობის დაოკება ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება”. – (ავტორი გენია.ჯი)