ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – ყველა ადამიანი საკუთარი თავის მეგობარია,ჩემო ძვირფასო.
- გამონაკლისებიც არიან.ზოგიერთი მხოლოდ საკუთარი თავის მტერია.
- არ დაიჯეროთ,თუ ადამიანი თავისი თავის მტერია,ეს იმიტომ,რომ თავის თავს მეტისმეტად დაუმეგობრდა, და არა იმიტომ,რომ ყველაზე ზრუნავს საკუთარი თავის გარდა”. - ჩარლზ დიკენსი (ოლივერ ტვისტი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ცხოვრება,ჩემო კარგო ისეა მოწყობილი,რომ ადამიანმა ყოველი წამისთვის ფული უნდა იხადოს”. – ვლადიმერ ნაბოკოვი (ლუჟინის დაცვა)
* * *
„ბედნიერება შეუძლებელია სიყვარულის,ადამიანურობისა და ყოვლადმოწყალე უზენაესი არსების გარეშე,რომლის სიკეთეც თითოეულ სულდგმულზე ვრცელდება”. – ჩარლზ დიკენსი (ოლივერ ტვისტი)
* * *
„ადვილად მხოლოდ ის იკითხება,რაც წვალებით არის მიღწეული”. - ვლადიმერ ნაბოკოვი (ლუჟინის დაცვა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სადაც მეგობრობა მარცხდება,იქ სიძულვილი გზას მუჯლუგუნებით იკვლევს”. – ჩარლზ დიკენსი (ოლივერ ტვისტი)
* * *
„მტანჯველი შიშის დაუსრულებელი ერთი წუთი ათობით სასიკვდილო აგონიის ტოლფასია”. - ჩარლზ დიკენსი (ოლივერ ტვისტი)
* * *
„სიმშვიდე მაშინ მოდის,თუ თავად ეძებთ მას”. - ჩარლზ დიკენსი (ოლივერ ტვისტი)
* * *
„სიამაყე – ყველაზე გარყვნილებისა და დამცირებულებისთვის დამახასიათებელი ცოდვაა,ისევე როგორც განდიდებულებისა და თავის თავში დარწმუნებულებისთვის”. - ჩარლზ დიკენსი (ოლივერ ტვისტი)