ამონარიდები ლადო ავალიანის შესანიშნავი ნოველიდან – „როცა მზე პირს იბანდა”
1. „ – ქალიშვილები ყველაფერზე მეტად ყურადღებას აფასებენ და სწორედ ამ ყურადღების მსხვერპლნი ხდებიან ხოლმე!
- ეს როგორ გავიგო?
- როცა არავინ ყურადღებას არ გაქცევს, არც შენს თავს სცემ პატივს, არც შენს თავს აქცევ ყურადღებას და, ხარ როგორღაც უპატრონოსავით თავისუფალი. მაგრამ როგორც კი ყურადღების ღირსი გახდები, შენდა უნებურად ცდილობ გაამართლო იგი!”
* * *
2. „ვინც ცხოვრებაში ვერ პოულობს, ის წიგნებში ეძებს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „მატრიარქატი მაშინ მყარდება ოჯახში, თუ ქმარი ჩანჩურაა, ან თუ ცოლი ისე შეუგნებელია, რომ ვერაფერს შეასმენ და, რაკი იძულებული ხარ, დაუთმო, ჰგონია, გაჯობა”.
* * *
4. „ – თუ კაცი უპიროა, მისი არც სიტყვა უქნია ღმერთს და არც საქმე”.
* * *
5. „ – სიცოცხლე ყველა ფერშია, შავშიაც კი… მზით განათებული, ხასხასა მწვანით დაფარული მთა, ღამით რომ შავ სილუეტად იქცევა ხოლმე, განა ის მაშინაც არ ცოცხლობს?..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ – რასაკვირველია, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მით უმეტეს ქალისთვის”.
* * *
7. „ადამიანებს ზოგჯერ ფრჩხილისოდენა რამეც კი სწყინთ. დიდი ჯაფა არ სჭირდება მათი სულიერი წონასწორობის დარღვევას”.
* * *
8. „ – ფეხბურთი მიყვარს, ჩვენს ფეხბურთელებს კი… მაინცადამაინც პატივს არა ვცემ.
- რატომ?
- თავმოყვარეობა ღალატობთ!
- რაკი ხშირად აგებენ?
- წაგება წაგებაა. მაგრამ ხშირი და გაუმართლებელი წაგებისათვის ორმოცი ათასი კაცი ერთხმად რომ შებღავის და უსტვენს, ამის შემდეგ თავმოყვარე კაცი კიდევ გამოვა მოედანზე? და თუ გამოვა, თავგანწირვით არ ითამაშებს? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც ყველაფერი ეპატიებათ: ფეხბურთელებს – ცუდი თამაში, გულშემატკივრებს – ლანძღვა-გინება! რას ამბობ, სტადიონის წყალობით, ვინც არ იცოდა, იმანაც ისწავლა გინება!..”
* * *
9. „ადამიანის გარეგნული სახე ყველასათვის თვალში საცემია, შინაგანი კი – უხილავი”.
* * *
10. „ახლა მიკვირს, რა უსარგებლოდ ვფლანგავდი და ვანიავებდი ჩვენი სიცოცხლის ასე განსაზღვრულ და გამოთვლილ დღეებს, თვეებსა და წლებსაც მარტო ლაზღანდარობასა და გართობაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)