ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
1. „ რად ექცევა ადამიანს დრო ასე სასტიკად? დრო ყოველ ჭირს ერევა.ადამიანს ყოველ ჭირს ავიწყებს.მხოლოდ ერთ ჭირს უახლოებს,ყოველ ჭირზე დიდ ჭირს – სიბერეს,აქ დრო პირიქით იქცევა,მოიტანს სიბერეს და ყოველ ბილიკს ჩააბნელებს”. – კლავდია დევდარიანი (მზის სხივით სავსე პეშვი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ – ჭირმა დასწყევლოს და ამოაგდოს ზარმაცი კაცის სახსენებელი… და ამ ზარმაცებში ყველაზე უარესები,იცი ვინ არიან? ვინც თავის ბედოვლათობას,ასე ვთქვათ,იდეურ გამართლებას მოუძებნის ხოლმე – ჩემი მოწოდება ეს ხელობა არ არისო,მე სულ სხვა მიზანი მქონდა ცხოვრებაშიო, და კიდევ ვინ მოსთვლის… თან ამ თითქოს განგებისაგან მისთვის ამორჩეულ მოწოდებაზე რომ ლაპარაკობს,თავის შესაძლებლობას აღარ ითვალისწინებს,თითქოს ყველაფერი მარტო სურვილზე იყოს დამოკიდებული”. – ალექსანდრე საჯაია (თეთრხალათიანი კაცი)
* * *
3. „უბრალო ხალხის ყოლა საჭირო და აუცილებელიც არის, – თუ ისინი არ იქნენ,ვიღაზე იმეფებ?” – სერგო კლდიაშვილი (ხაბარდიანი ქალი)
* * *
4. „რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა,ადამიანები მით უფრო მოხერხებულ იარაღს ქმნიან ერთმანეთის გასანადგურებლად”. – კლავდია დევდარიანი (მზის სხივით სავსე პეშვი)
* * *
5. „დღეს პირველად ესროლა ტყვია ადამიანს და უცებ მიხვდა იმას,რაც წინათ არ გაეგებოდა: თითის ერთ შერხევაზე ყოფილა დამოკიდებული ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლე”. – ფრანც ფიუმანი (ღვთის სამსჯავრო)
* * *
6. „დრო და სივრცე ადამიანის ცხოვრების გზის მაჩვენებელია.ადამიანი თავისი დროის მონაკვეთში პატარა სივრცეს გაირბენს,სულ პატარა სივრცეს.დრო კი გამოუდგება.ადამიანს კვლავ უნდა ირბინოს,სივრცეები გადალახოს,ირბინოს დაუსრულებლად,მაგრამ დრო,მისი დრო თავდება და მუდამ დაუძლეველი რჩება დრო და სივრცე”. – კლავდია დევდარიანი (დრო და სივრცე)
* * *
7. „მაინც კარგია,როცა იცი,რომ შენზე ფიქრობენ”. – ამირან ჭიჭინაძე (ზაფხული ჩემს უბანში)
* * *
8. „ყოველ გაზაფხულზე მცენარეები ცხოვრებას თავიდან იწყებენ.ადამიანები,ადამიანები როდისღა იწყებენ ცხოვრებას თავიდან?” – კლავდია დევდარიანი (დრო და სივრცე)
* * *
9. „სიყვარული,ადამიანის ეს ძველთაძველი,მაგრამ მუდამ ახალგაზრდა,ყოველთვის ახლადდაბადებული ბავშვივით წმინდა და უმანკო,ისეთი ხელშეუხებელი გრძნობაა,რომ მის საწინააღმდეგოდ ენა ვერ მოტრიალდება”. – ელიზბარ ზედგინიძე (ფანჯარა მესამე სართულზე)
* * *
10. „ცხოვრება თავის გზით მიდის.ცხოვრებას ყველასათვის აქვს თავის წილი სიცილი და ცრემლი”. – კლავდია დევდარიანი (დრო და სივრცე) – (ავტორი გენია.ჯი)