ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – რა დიდი აზრისა ხართ თქვენ ადამიანზე მაშინ,როდესაც ყველაზე დიდი ადამიანი ამქვეყნად,გოეთე თავისი გმირის – ფაუსტის პირით ამბობდა: მე გამვლელის ტერფით გასრესილი,მტვერში მცოცავი ჭიის მსგავსი ვარო.თქვენ კი ადამიანი დიდი რამე გგონიათ! მერმე რა? რა არის ასეთი ადამიანის გონება,ძვლის ამ პატარა კოლოფში მოქცეული ტვინი,რომ მან მთელი ქვეყანა ააყირაოს,გარდაქნას,ყველაფერი,ცა და მიწა,მთელი ეს სამყარო შეიცნოს და გაიგოს?! საკმარისია სპილომ თავისი ფეხი ადამიანის ქალას დაადგას და აი ძვლის ეს პატარა კოლოფი უმალვე დაიმსხვრევა და შიგ მდებარე ტვინიც უმწეოდ დაინთხევა.აი ვინ არის თქვენი ღმერთი – ადამიანი! თქვენ კი გსურთ,ადამიანმა მთელი ეს მსოფლიო გარდაქმნას,მთელ სამყაროს,მიზეზთა მიზეზსაც კი ჩასწვდეს,შეიცნოს და გაიგოს.ეჰ,თქვე საბრალონო! სიბრძნის კოლოფებო! ჭკუის კოლოფებო!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასე იცის ნამდვილმა სიყვარულმა – მას არა სჭირდება არც ინტელექტის მსგავსება და არც საერთო ინტერესები.იგი ხალასია და უბრალო.ასე შეუყვარდა ადამს ევა,როცა გაიღვიძა და დაინახა,რომ ვიღაცის წყლიანი თვალები მისჩერებოდა.ასეთი სიყვარულით მიილტვიან ერთმანეთისაკენ მხეცები და ღმერთები.ასეთი სიყვარული ხდის სამყაროს სასწაულად,იგი აძლევს ცხოვრებას შინაგან აზრს.თქვენ ალბათ არასოდეს გაგიგიათ ერთი ბრძენი ცინიკოსის,ფრანგი ჰერცოგის ნათქვამი: ორი მიჯნურიდან ერთს უყვარს და მეორე მხოლოდ ნებას აძლევს,რომ უყვარდესო.მაგრამ იშვიათად ისეც ხდება,რომ ორივეს უყვართ ერთმანეთი.იმ დროს ალბათ თვით მზეც კი გაირინდება ხოლმე,როგორც მაშინ,იესომ რომ შეჰღაღადა ისრაელთა ღმერთს”. – სომერსეტ მოემი (მწითური)
* * *
„მე ასე მგონია: სადაც ადამიანებმა ძლიერი ტანჯვა ან სიყვარული განიცადეს,იქ სამუდამოდ რჩება ოდნავ შესამჩნევი სურნელი,თითქოსდა რაღაც ზებუნებრივი ძალა ეუფლება იქაურობას და იდუმალად მოქმედებს გამვლელზე”. – სომერსეტ მოემი (მწითური)
* * *
„ – ღმერთი პატივის და ძალაუფლების მოყვარეა,როგორც ადამიანი.მსხვერპლის მიღება ყველა ადამიანს მოსწონს…” – რევაზ ჯაფარიძე (ღმერთო მომაგონე)
* * *
„ადამიანს თავისი წარსული ყოველთვის მომხიბვლავად ეჩვენება,მუდამ ჰგონია,რომ თავისი დრო სჯობია აწმყოს”. – კლავდია დევდარიანი (დრო და სივრცე)
* * *
„ძილი სიკვდილის ძმა არი”. – ვლადიმერ ასლამაზაშვილი (გუგრუცანა)
* * *
„ვაი იმ ქვეყნის ბრალი,სადაც საჭე ბალღებს ჩაუგდეს ხელში”. – იონ კრიანგა (მოშ იონ როატა და სარდალი კუზა) – (ავტორი გენია.ჯი)