ამონარიდები დავით ასკურავას მოთხრობებიდან…
„გასაოცარია,ყველაფერი იცვლება,თვით ბუნებაც კი,მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყაროა იგივე,ამ მხრივ ბევრით ვერ გავუსწარით უშორეს წინაპარსაც კი.” – (ჩქარი მატარებელი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველ პიროვნებაში პოტენციური ხელმწიფე ზის და მათი აზრების ყურადღება უბრალო მოკვდავთ კი არა და გენიოსებსაც მართებთ”. – (პოტენციური ხელმწიფე)
* * *
„ერთი სიკეთე იმად არ ღირს,თავი შევახსენო ვინმეს”. – (ჯორჯ კრეიზი)
* * *
„თანასწორობასა და თავდაჭერილობას უმწეობისა და მლიქვნელობის ნიღბად რომ არ იყენებდნენ,შესანიშნავი თვისებებია”. – (ამაო მხსნელი)
* * *
„კარგი ბატონო,მწამს მე კეთილის საბოლოო გამარჯვებისა.ვიცი რომ სათნოება იზეიმებს ბოროტებაზე,მაგრამ სანაზღაუროს რას ვაძლევთ წლების მანძილზე დათრგუნულ სინდისიერებას,სამართლიანობას?” – (ამაო მხსნელი)
* * *
„სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა ყოველთვის ერთნაირად აღელვებდა ადამიანს”. – (ჩქარი მატარებელი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჭკუის გამრიგე კაცი ჩვენებურების და თქვენებურების განსხვავებას არ უნდა ეცადოს.საზოგადოება ჩვენ ერთი გვაქვს და მისი ხორცმეტი,მისი გზასაცდენილი ყოველი სულიერი ჩვენი ღვიძლია,ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი.საზოგადოებას ყველა ფორმაციაში ჰყავდა მისი დაუდევრობის თუ სიზარმაცის,ბოროტებისა და ზედმეტი კეთილშობილების ნიადაგზე აღმოცენებული პარაზიტები…” - (ჩქარი მატარებელი)
* * *
„უბრალოება წარსულის კუთვნილებაა,ისევე როგორც მრავალი სხვა კარგი მცნება”. – (ჩქარი მატარებელი)
* * *
„ – თქვენ,ჩემო ბატონო,აკვნიდან რომ გადმობრძანდით,გაწყობილ სუფრას მიუსხედით ისე,რომ არც კი დაფიქრებულხართ,რამდენი ოფლი დაიღვარა იმ სუფრის გაწყობაზე.ეს ერთი.მეორე – რატომღაც ღრმად ხართ დარწმუნებული,რომ თქვენი კუთვნილებაა მხოლოდ საუკეთესო ხვედრი.რა საფუძველი მოგეპოვებათ საამისოდ? მესამე – დარწმუნებული ხართ,რომ ის,რაც ცუდია თქვენს ირგვლივ,სხვების ბრალია.თქვენ კი თითსაც არ ანძრევთ შავი ლაქის გასაწმენდად.ამრეზით უყურებთ ჭუჭყიან საგნებს და ამით საკუთარ კეთილშობილებას უსვამთ ხაზს”. - (ჩქარი მატარებელი)
* * *
„ – მეტისმეტს მოითხოვენ ცხოვრებისაგან,რაც არ გაუციათ,იმის ანაზღაურებას მოელიან”. - (ჩქარი მატარებელი) – (ავტორი გენია.ჯი)