ამონარიდები მარკ ტვენის რომანიდან – „უფლისწული და მათხოვარი”

„ჭკვიანი ადამიანი ტყუილუბრალოდ არ დახარჯავს სიცრუეს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მეფე,რომელიც უკუაგდებს თავის გვირგვინს,არაფრად აგდებს თავისი ხარისხის ფუჭ ბრწყინვალებას და ძონძებით იმოსება,რომ დათრგუნოს ხორცი თვისი და მთელი სიცოცხლე ლოცვაში გაატაროს,ღირსია მიღებისა…”

* * *

„როცა შიმშილი გაიძულებს…”

* * *

„თუ თვით კანონების დამწესებელი წინ აღუდგება მას,სხვას როგორღა უნდა მოსთხოვოს კანონის პატივისცემა?”

* * *

„შეშლილებს ალბათ ვერ დაარწმუნებ,რომ ცდებიან,მაგრამ შეიძლება შთააგონო,რომ საშიშროება აიცილონ თავიდან”.

* * *

„ადამიანს ვინც უყვარს,იმას ვერ უღალატებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ძალა,რომელსაც შეუძლია აიძულოს ადამიანი,რომ მან არ იცნოს მთელი თავისი ცხოვრების მეგობარი,რა თქმა უნდა,უფრო ადვილად დაიმორჩილებს ლუკმაპურის მოპოვებისათვის გამწარებულთ,ვისაც ერთგულება და პატიოსნება არ აინტერესებს”.

* * *

„მეფეებმა ხანდახან თვითონვე უნდა გამოსცადონ კანონების სიმძიმე”.

* * *

„მე მირჩევნია ჩემი საბრალო,სასაცილო,წმინდა ხელითა და მართალი გულით უთხოვნელად ნაბოძები პატივი მოშურნე,ანგარებიან ხელისუფალთა წინაშე დამცირებით მოპოვებულ ნამდვილ პატივს”.

* * *

„ძვირფასი გაკვეთილის ხშირი გამეორება უფრო მიმტკიცებს იმ განზრახვას,რომ ამ მაგალითის გამოყენებით სარგებლობა მოვუტანო ხალხს,ვიდრე ცოცხალი ვარ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება