ამონარიდები ალექსანდრე ყაზბეგის რომანიდან – „მოძღვარი”
„ერთი გახსოვდეს… გახსოვდეს ყველგან და ყოველ ჟამს… სადაც არ უნდა იყო, როგორც უნდა იყო… უბრალო დღიური ლუკმის მუშად რო დარჩე, თუ შეიქნე მბრძანებელი მბრძანებელთა ზედა, – ნუ დაივიწყებ, რომ კაცი ხარ და შენს გარს მყოფნიც შენისთანა კაცები არიან!.. შენსავით მათაც გული აქვთ, რომელიც შენს გულსავით მოძრაობს, შენს გულსავით ჰგრძნობს… დაიხსომე სიტყვა და განახორციელე იგი…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ირწმუნენ! შვილნო და ძმანო!.. ირწმუნენ ფარისეველნო და ურწმუნენო, რომ ვისიც გული ერთხელ იგრძნობს მოძმეთ სიყვარულის დიდებულებას, მისი გული საუკუნოდ გადაებმის ხალხის გულს, გადაებმის და შემდეგ ყოველი დაკვნესება მათი სახმილის ცეცხლად გაისმის მათთან დაკავშირებულის გულში, ყოველი ტკივილი თვითეულისა მძაფრად მოედება მათთვის თავგადადებულს…”
* * *
„სიცოცხლეა გაზაფხული!”
* * *
„სადაც შეცოდებაა, იქ შენანებაც შესაძლებელია”.
* * *
„ – ლოცვა მრავალსიტყვაობაში არ არის. ყოველი სიტყვა, გულის სიწმინდით წარმოთქმული, ყოველი ამოსუნთქვა ზეციერის მამისაგან მიიღება, შვილო… არა სიტყვათა სიმრავლე იხსნის სულსა განსაცდელისაგან, არამედ გულისა სიწმინდე განანათებს გზასა უფსკრულსა ჯურღმულისასა”.
* * *
„ისმინე, რამეთუ ჰო – ჰო არის და არა – არა!”
* * *
„ – გაუხსენ გული ძმასა და მამას, რომელიც შენს ტკივილში თავის ტკივილს და შენს მწუხარებაში ხედავს თავის მწუხარებას; გაუხსენ, შვილო, გული, გაუხსენ მას, რომელიც შენს განშორების დროსაც შენთან არის და შენთან ერთადა ჰგრძნობს სატანჯველს. გმინვას გულისას და გოდებას შეწუხებულის სულისას…” – (ავტორი გენია.ჯი)