ამონარიდი ივანე ეფრემოვის რომანიდან – „თაის ათენელი”
„ – სხვადასხვა სარწმუნოების უგუნურ და თავდაჯერებულ ფილოსოფოსებს არაერთხელ მოუციათ,როგორც მათ ეგონათ,მომაკვდინებელი შეკითხვები: თუ ჩვენი ღმერთი ყოვლისშემძლეა,მაშინ რატომ უშვებს იგი,რომ ადამიანები ბრიყვები და ყეყეჩები არიან? თუ იგი ყოვლისმცოდნეა,მაშინ რაში სჭირდება ტაძრები,მსხვერპლი და ადათ-წესები? და მრავალ ამგვარ რამეს გვეკითხებოდნენ.
- მერე რა პასუხი გაეცი ამგვარ კითხვებზე? – ჰკითხა თაისმა.
- ყველა ადამიანური საქმით გართული და ადამიანის მსგავსი ღმერთი მხოლოდ არცთუ მაღალი ფანტაზიის მქონე ადამიანების წარმოსახვას წარმოადგენს მხოლოდ და ასეთი ღმერთი მათი სარწმუნოების დონეზეა საჭირო,როგორც საჭიროა ადგილი თავშეყრისა და ლოცვა-ვედრებისათვის,როგორც საჭირონი არიან შუამავალი-ქურუმები.მილიონობით ადამიანისათვის ისევე საჭიროა რელიგია,სხვანაირად ისინი საერთოდ ყოველგვარ რწმენასა და აქედან გამომდინარე,ზნეობრივ საფუძველს დაკარგავენ,რომლის გარეშეც სახელმწიფოები და ქალაქები ვერ იარსებებენ.აი,რატომაა ხალხი ჯერ კიდევ უვიცი.ჩვენ ვიცავთ ძველ სარწმუნოებას,თუმცა თავი დავაღწიეთ ცრუშეხედულებებსა და ცრურწმენას.ბრძენ მმართველთა შორისაც კი ჯერ ძალზე ცოტა ვინმემ თუ იცის,რომ ხალხის ზნეობას და ადამიანთა ღირსეულ აღზრდას,რომ პატივს სცემდნენ თავიანთ წინაპრებს,შრომას და აფასებდნენ მშვენიერებას,ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და სახელმწიფოს ბედისათვის.იგი საბრძოლო მანქანებზე,სპილოებზე,შეჯავშნულ მეომრებზე და ხუთმწკრივხოფებიან ხომალდებზე ძვირფასია.ყველაფერი ეს ინგრევა,როცა ხალხის ზნეობა და აღზრდა ეცემა.დიდი და პატარა ლოთობასა და ველურ გართობას ეძლევა.ღვინოში იხრჩობა რწმენა,პატიოსნება და ღირსება,ქრება სამშობლოსადმი და საკუთარი წინაპრების ტრადიციებისადმი სიყვარული.ასე დაიღუპა მესოპოტამიის ბევრი სამეფო,სპარსეთი; მწიფდება ეგვიპტის,ელადის,კართაგენისა და ახალი,თავისი ლეგიონებით მკაცრი რომის დაღუპვა.მთავარი,რაზედაც კაცობრიობა დგას,ეს არის არა იარაღი,არამედ ზნეობა,სხვა ადამიანებისა და მთელი ხალხის ქცევის კანონები”. – (ავტორი გენია.ჯი)