ამონარიდები ჯოვანი ბოკაჩოს ნოველების დიდებული კრებულიდან – „დეკამერონი”

„ბევრია ისეთი, ვისაც ჰგონია, რომ სხვაზე მეტი იცის, ნამდვილად კი, სხვებზე ნაკლები იცის; ამიტომ ასეთი ხალხი თავისი ჭკუის იმედით არამცთუ სხვების რჩევას არ მიჰყვება, არამედ ცხოვრების სულ უბრალო კანონის წინააღმდეგაც მიდის. ასეთს ზნეობას ნიადაგ დიდი უბედურება მოჰყოლია და არავისა სმენია,რომ მისგან სიკეთე ვინმეს ენახოს. და რადგან ადამიანის ბუნების თვისებათა შორის სიყვარული ყველაზე ნაკლებად ემორჩილება ვისამე რჩევას და ვერ მოითმენს, ვინმემ რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, და ბუნება მისი ასეთია, რომ უმალ გაქრება, ვიდრე აღმოიფხვრებოდეს გარეშე ძალის ჩარევით”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ოი, ნეტარება იმ სულთ, რომელთაც ერთსა და იმავე დღეს ბოლო მოუღეს თავის აღგზებულ სიყვარულს და დაასრულეს სააქაო სიცოცხლე! და უფრო ნეტარნი იქნებით, თუ ღირსიქმენით და ერთსა და იმავე ალაგას მოჰყევით განუყრელად! და უუბედნიერესნი იქნებით, თუ სიყვარული იქაც იციან და თქვენ ერთმანეთი ისევე გეყვარებათ, როგორც აქ გიყვარდათ!”

* * *

„ღმერთები საუკეთესოდ და უხვად მოანიჭებენ  ხოლმე ადამიანთ ყოველგვარ სიკეთესა, მაგრამ მასთანვე ბრძნულად გამოცდაც იციან ადამიანთა სიქველისა და ვისაც ყოველგვარ გასაჭირში ხასიათის სიმტკიცესა და გულგაუტეხლობას შეამჩნევენ, ასეთებს, როგორც უფრო ქველთ, უმეტესი პატივისა და ჯილდოს ღირსყოფენ”.

* * *

„ – ყველას მართლაც რომ უნდა ახარებდეს ისეთი ამბები, სადაც ჩანს,რომ შეყვარებულნი თავიანთ ჯილდოს ღებულობენ მათი სიყვარულის სიძლიერის კვალობაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ დანაშაულისათვის ადამიანი უნდა დაისაჯოს, დამსახურებისათვის მარტო შებრალებას და მოწყალებას კი არ უნდა დააჯეროთ, არამედ შესაფერი ჯილდოც უნდა მიაგოთ”.

* * *

„თუ ჩვენი გულკეთილობისათვის გვაქებენ, ზეციური მართლმსაჯულება სასტიკად გვსჯის ხოლმე ჩვენი გულქვაობისათვის”.

* * *

„არ უყუროთ ხოლმე ბედ-იღბალს, რომელიც ადამიანთ ასაჩუქრებს გაურჩევლად და ხშირად დაუმსახურებლადაც”.

* * *

„ – მე თვითონ არ ვიცი, რა ვუწოდო იმას, რომ სხვების ცუდი საქციელი გვიხარის, ვიდრე კარგი, განსაკუთრებით, თუ მათი ცუდი საქციელი ჩვენ არ შეგვხებია; ნეტავ ვიცოდე, რა არის ეს: შემთხვევითი ნაკლი, როგორც შედეგი ადამიანთა ზნეგაფუჭებულობისა, თუ დაბადებითგანვე თანდაყოლილი ბიწიერება?”

* * *

„გონიერი ადამიანისთვის ისე სამწუხარო და სანაღვლო არა არის რა, როგორც შეგნება იმისა, რომ თავისი დღენი უნაყოფოდა აქვს განვლილი. რა ეშმაკად ვარგივართ, როცა დავბერდებით! კერის პირას ნაცრის ქექვად თუღა გამოგვდგებით!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამ ქვეყნად ყველა სარგებლობს იმით, რაც ხელში მოხვდება”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>