ამონარიდები ბოლესლავ პრუსის რომანიდან – „ფარაონი”
„რა ბედენაა სიცოცხლის სილამაზე,თუ მისთვის ჩვენ ანგარიშის გასწორება წამებითა და სისხლიანი ცრემლებით გვიხდება?” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – უშიშარი გონება ძალაზე უფრო ძვირფასია.სპილო ადამიანზე ორმოცდაათჯერ უფრო ღონიერია,მაგრამ ემორჩილება მას ანდა მისი ხელით იღუპება”.
* * *
„ჭეშმარიტად დღემოკლეა ადამიანთა მადლიერება!”
* * *
„ხომ არ ფიქრობ,როდესაც ნიანგი ქალს ან ბავშვს იტაცებს,ნილოსის ტალღები აჩერებენ თავის სრბოლას? არა,ისინი მიგორავენ და არ ამჩნევენ არც ადამიანთა გვამებს და არც თვით წყლის ადიდებასა და დაკლებას.ასევე ხდება ხალხის ცხოვრებაში.იცვლებიან დინასტიები და სახელმწიფო განიცდის შეწუხებას ომისა და აჯანყებებისაგან,თუ პირიქით,ქვეყანა სტკბება მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრებით,ამისგან დამოუკიდებლად ადამიანები განაგრძობენ ჭამას,სმას,ძილს,ქორწინებასა და შრომას.ასევე იზრდება ხე,მიუხედავად წვიმისა და სიცხისა”.
* * *
„ყოველთვის და ყველგან ადამიანების ნაწილი მხიარულობს,მეორე ნაწილი კი მწუხარებას ეძლევა.არ არის წამი,რომ არ იღვრებოდეს ცრემლები და არ ჟღერდეს სიცილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დაცემის შემდეგ იწყება აყვავება.ასე ბრუნავს სიცოცხლის მარადიული ჩარხი!.. ზოგიერთ ხეს ფოთლები მეხირის თვეში სცვივა მხოლოდ იმისათვის,რომ პახომის თვეში კვლავ აღორძინდეს”.
* * *
„სიცოცხლე ღმერთებისა და კეთილმოქმედთა სადიდებლად არის შექმნილი!”
* * *
„იმ ქვეყნიდან,სადაც შენი წინაპრები წავიდნენ,არვინ დაბრუნებულა,ვერვინ გვიამბობს,თუ როგორ ცხოვრობენ,ვერავინ დაგვამშვიდებს, და ასე იქნება მანამდე,სანამ არ წახვალთ იქ,სადაც ისინი წავიდნენ”.
* * *
„ – ასეთივეა ადამიანის ცხოვრებაც.განცხრომა ეს ტალღებია და მთების ქონგურები,ტანჯვა კი – უფსკრული და ხეობები.სიცოცხლე მშვენიერია,როდესაც მასში ერთიც და მეორეც შეხამებულია”.
* * *
„ის,ვისიც გულმა შეწყვიტა ძგერა,არათუ ნაღვლობს სხვის მწუხარებას,არამედ თავის საკუთარ ცხოვრებასაც არ შეჰხარის,როგორიც წარმტაცი არ უნდა იყოს ის”. – (ავტორი გენია.ჯი)