ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ყოველთვის ორი უკიდურესობის – სიკეთისა და ბოროტების,სინათლისა და სიბნელის შუა უნდა იარო; რადგან დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და გარდაიქმნება.ის,რაც კარგია,ცუდი ხდება, და პირიქით,ბოროტება სიკეთედ გადაიქცევა”. – ივანე ეფრემოვი (თაის ათენელი)

* * *

„ყველა ადამიანს ამქვეყნად თავისი მოვალეობა აკისრია.იმისდა მიხედვით,რაც მას ბედმა არგუნა და რისი უნარიც გააჩნია.რაც უფრო მაღალია ეს ჯილდო,მით უფრო დიდი უნდა იყოს მოვალეობა”. –  ივანე ეფრემოვი (თაის ათენელი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ისინი,ვინც ცრუ ცოდნას და მოძღვრებას ქადაგებენ და არ უწყიან ჭეშმარიტება,ქვეყანას საშინელ უბედურებას დაატეხენ თავს”. -  ივანე ეფრემოვი (თაის ათენელი)

* * *

„თუ ადამიანებს სურთ ღმერთებს მიბაძონ,მაშინ მათი სიყვარული ისეთივე თავისუფალი უნდა იყოს,როგორც ღმერთებისა, და ეს სიყვარული სულაც არ უნდა წარმოადგენდეს რაღაც დაუძლეველ ძალას,რომელიც ტვირთად გაწევს და გაწამებს.მაგრამ უცნაურია პირდაპირ: სიყვარული,რაც უფრო ეუფლება მსხვერპლთ,რაც უფრო უსუსურნი არიან ისინი გრძნობის წინაშე და თავიანთი გრძნობების მონა-მორჩინი ხდებიან,მით უფრო ხოტბას ასხამენ და ადიდებენ პოეტები ასეთ საბრალო ადამიანებს,რომლებიც მზად არიან აიტანონ ყოველგვარი დამცირება,უღირსად მოიქცნენ,ჩაიდინონ მკვლელობა,იქურდონ,ფიცი გატეხონ…” -  ივანე ეფრემოვი (თაის ათენელი)

* * *

„დაე იცეკვონ და იხტუნონ იმათ,ვისაც ჯანმრთელი ფეხები აქვს,დაე იმღეროს და იტიროს მან,ვისაც გული გრძნობებით აქვს აღსავსე”. – ბოლესლავ პრუსი (ფარაონი)

* * *

„ყოველი ბიწიერება საშინლად აზარალებს არა მარტო იმას,ვინც ამ ბიწიერებას ეძლევა,არამედ სხვებსაც”. – ჯოვანი ბოკაჩო (დეკამერონი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – სიყვარული არც სარწმუნოებას უყურებს და არც მანძილს…” – ალექსანდრე ყაზბეგი (ელეონორა)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>