ამონარიდი რეზო ჭეიშვილის თხზულებიდან – „მეოთხე სიმფონია”

„რა გვაჩქარებს, სული რატომ გვისწრებს წინ?! ჩვენ ბოლოს და ბოლოს რამდენიმე წლის, დღის, წუთის, წამის შემდეგ ვეზიარებით საიდუმლოს, მაგრამ როდის,რომელი უსაზღვროობის უკან უნდა გაარკვიოს ჭეშმარიტება კაცობრიობამ,რომელიც იცდის, ელის, დასასრულისა და აღორძინების, საიდუმლოს გაცხადების იმედი აქვს. ჩვენ კი, ჩვენ რა გვიჭირს, დღეს თუ ხვალ დღესავით ნათელში გვამყოფებ. ვიცდით და ველით ჩვენც; არაფერი არ ვიცით და ამიტომ ველით; მოუთმენელია ჩვენი და უსაზღვროა ჩვენი მოდგმის მოლოდინი. რა იქნება მერე, ჩემს მერე, ჩემს დანატოვარზე, ჩემს გამოთავისუფლებულ მიწაზე?.. ყველაფერი იქნება ჩემს გარდა. იქნება სტადიონი, სადგური, გაიზრდება მაგნოლიის ხე, შეიმოსება ისევ, ჩიტებითა, მტრედებივით დაისხამს ყვავილებს, შორს კი გადაცისფერებული მთები გამოჩნდება. ბონდოია იქნება სასადილოსთან და ჩვენ აღარ ვიქნებით. დატრიალდება უთვალავჯერ ბურთი უამრავი ფერითა: სითბოთი, სიცივით, სიყვითლით, სიმწვანით, სიბნელით, სინათლით, გაარაფერდება ბოლო დღე და მკილი დარჩება ხმელ ფიცარში საკუთარი მსოფლმხედველობით, კლასობრივი იდეებით, გენებით, შთამომავლობის არგადაშენების გაურკვეველი, გაუგებარი შიშით. რაც იყო ჩემამდე, ის იქნება ჩემს შემდეგაც. სადაც ვიყავ ჩემს არყოფნამდე, იქ აღმოვჩნდები ჩემი არ ყოფნის შემდეგ. თუ კი ვარსებობდი არყოფნაში, არ შეიძლება არ ვიარსებო ხელახლა არყოფნაში; თუკი გავჩნდი, აუცილებელი იყო ჩემი გაჩენა, რადგან წინ მიძღოდა მილიარდი, უთვალავი კანონიერი შემთხვევითობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>