ამონარიდები ჯონათან სვიფტის ნაწარმოებიდან – „კასრის ზღაპრები”
„პატივმოყვარე კაცს,ვისაც სურს,რომ მის ლაპარაკს ბრბომ ყური უგდოს,იმის თავიც უნდა ჰქონდეს,რომ ხალხი უხეშად გადაქელოს,ირგვლივ მყოფი მიჭყლიტ-მოჭყლიტოს,იდაყვებით გზა გაიკაფოს და მანამდის იფოფხოს ზევით-ზევით,სანამ ყველას ზემოდან არ მოექცევა.ცნობილია,ყველა თავშეყრის ადგილს,გინდაც იქ ზღვა ხალხი იყოს,მაინც ერთი თავისებურება ახასიათებს: – ადამიანთა თავებს ზემოთ მუდამ საკმარისი სივრცეა,მაგრამ საქმეც ეგ არის,იქამდის ახვიდე როგორმე,რამეთუ ბრბოსაგან თავის დაღწევა ისევე ძნელია,როგორც ჯოჯოხეთიდან გაქცევა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მეფე, – როცა ცხენზე ამხედრებული ამალის თანხლებით სასეირნოდ გამოდის,ყოველთვის ყველაზე დასვრილი ის აღმოჩნდება ხოლმე,რადგან კარისკაცები მის გარშემო ტრიალებენ და სხვებზე მეტად მას თხვრიან ტალახით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ადამიანური საქმე,ეტყობა მართლაც ისე უნდა დანაწილდეს,როგორც ამას თემისტოკლე და მისი ძმაკაცები ჰყოფდნენ – ზოგიერთი გაჩენილია იმისათვის,რომ მთელი სიცოცხლე ვიოლინო აწრიპინოს,სხვა კი იმისათვის,რომ სოფლები ქალაქებად გადააქციოს და ააყვავოს,ხოლო ვისაც არც ერთი შეუძლია და არც მეორე,საზოგადოებიდან გამოპანღურების ღირსია”.
* * *
„სიბრძნე მელიას წააგავს – მის დასაჭერად მარტო დევნა საკმარისი როდია,კიდეც უნდა გაწვალდე,რომ სოროდან ამოათრიო იგი.სიბრძნე ყველს მოგვაგონებს – რაც უფრო ცხიმიანი,გარეგნულად შეუხედავი და სქელქერქიანია იგი,მით უფრო გემრიელია,ხოლო,უკეთუ კაცს პირის გემო აქვს – ყველაზე სანუკვარი მისთვის შიგ მოფუთფუთე მატლებია; სიბრძნე – ეს ტკბილი სასმელია,რაც უფრო ნელა და ბევრს წრუპავ,მით უფრო საამო გეჩვენება; სიბრძნე – კრუხი ქათამივითაა,რომლის კაკანიც სასიამოვნო და ყურადსაღებია,რამდენადაც იგი კვერცხის დადებას მოასწავებს და, ბოლოს,სიბრძნე კაკალივითაა – თუ საქმის ცოდნით არ აირჩიე,შეცდომა კბილად დაგიჯდება,შეძენით კი მხოლოდ მატლს შეიძენ”.
* * *
„ყველა სიქველე,რაც კაცობრიობას ახასიათებს – თითზე ჩამოსათვლელია,სისულელე და ბიწიერება კი – აურაცხელი და დრო-ჟამის წყალობით ეს გროვა კიდევ უფრო იზრდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გონებამახვილობა სამართებელსა ჰგავს – მისი ხმარება ყველაზე მეტად მაშინაა სახიფათო,როცა პირი დაბლაგვებული აქვს”.
* * *
“გახსოვდეთ,რომ კბილებჩამპალი კაცი, – ვისაც კბენა არ შეუძლია,ამ უუნარობის სანაცვლოდ სხვებზე უკეთესად არის დაჯილდოვებული პირის სიმყრალით”.