ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ის სიყვარული რა სიყვარულია, მსხვერპლის გაღების თუ ეშინია?” – ანტონ ჩეხოვი (ძვირფასი ძაღლი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თურმე ყველაფერს უნდა მიაფურთხო კაცმა და მარტო შენი თავისთვის უნდა იყო ქვეყანაზე. მართლა ასე ჯობნებია”. – სოსო პაიჭაძე (იროდიონი)
* * *
„სიმართლე რომ ვთქვათ, ქალისთვის ჭკუაც არ არის საჭირო, რადგან ჭკუის გამო მას თავის თავზე დიდი წარმოდგენა ექნება და იფიქრებს სხვადასხვა იდეალებს. რაღა თქმა უნდა, რომ დღეს გაუნათლებლობა არ ვარგა, მაგრამ განათლება სხვადასხვაგვარია. სასიამოვნოა, როდესაც ცოლი გერმანულადაც, ფრანგულადაც და სხვადასხვა ხმებზე ჭიკჭიკებს, მაგრამ ყოველივე ამას აბა რა ჭკუა აქვს, თუ მან არ იცის, აი თუნდაც ღილის დაკერება”. – ანტონ ჩეხოვი (საქმე მოგვარდა)
* * *
„ერთხელ ღმერთსაც კი მოენატრა ადამიანობა!..” – სოსო პაიჭაძე (იროდიონი)
* * *
„როგორც ჩანს, სიძულვილის დავიწყებაც ისევე ძნელია, როგორც სიყვარულისა…” – ანტონ ჩეხოვი (ზინოჩკა)
* * *
„ქალის წმიდა მოვალეობაა იყოს კარგი დედა”. – კლავდია დევდარიანი (დიდ გზაზე)
* * *
„ნათქვამია, ადამიანს სამი ადლი მიწა უნდაო, მაგრამ სამი ადლი მიწა მკვდარს უნდა და არა ცოცხალ ადამიანს; თუმცა ახლა იმ აზრისანი არიან, რომ ჩვენს ინტელიგენციას მიწა იზიდავს, თავის მამულისკენ მიისწრაფის და ეს კარგ რამედ მიაჩნიათ. მაგრამ ეს მამულებიც ხომ იგივე სამი ადლი მიწაა! ქალაქს განშორდე, განშორდე ბრძოლას, აბობოქრებულ ცხოვრებას, წახვიდე იქ, შენს მამულში, დაიმალო. არა, ეს ცხოვრება არ არის, ეს ეგოიზმია. სიზარმაცეა, ეს თავისებური ბერობაა, მაგრამ უღვაწლო ბერობა. ადამიანს სამი ადლი მიწა კი არ უნდა, არც საკარმიდამო ადგილი ესაჭიროება. მას მთელი დედამიწის სფერო უნდა, მთელი ბუნება უნდა, სადაც ფართო შესაძლებლობა ექნება თავისი ლაღი სულის განსაკუთრებული თვისებანი გამოავლინოს”. – ანტონ ჩეხოვი (კინკრიჟა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცოცხლე მარადიული გარდაქმნა და მარადიული განახლებაა. ეს ბედისწერის ბრძნული კანონია”. – ბოლესლავ პრუსი (ფარაონი)
* * *
„დადიხარ მთელი ასი დღე, დაძრწი და სინდისიერ ადამიანს ვერსად ნახავ”. – ანტონ ჩეხოვი (ხრამში)