ამონარიდები ჯონ გოლზუორთის რომანიდან – “ფორსაიტების საგა”
“როცა რაიმეს აკეთებ, წინასწარ დაფიქრდი ხოლმე,ამ შენი მოქმედებით იმაზე მეტად ხომ არავის უშავებ რამეს, ვიდრე ეს აუცილებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ნეტა ყველას გვეღირსებოდეს ასეთი აღსასრული – ზაფხულის ნეტარი დღე, როცა თვით სილამაზე მოჰყვება მდელოს და შენკენ მოემართება”.
* * *
” – ვინც არ ცხოვრობს, დიდებულად ინარჩუნებს თავის ახალგაზრდობას”.
* * *
“ზიზღი სიყვარულსა და სიძულვილზედაც უფრო ღრმა არის, რადგან იგი ნერვების ბუნებრივი ნაყოფია, ნერვებს კი ჩვენ ვერ შევცვლით”.
* * *
“სილამაზე – ეშმაკის ძალაა, თუ გულცივი ვერა ხარ მის მიმართ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ქალებს რას გაუგებ! შენს გვერდით ცხოვრობს, მაგრამ მაინც არაფერი იცი მისი”.
* * *
“სიმართლე, მთელი სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და სხვა არაფერი”.
* * *
“რა არის ადამიანის ცხოვრება – რაც აქამდე შეგიძენია და რის შეძენასაც ახლა ცდილობ”.
* * *
“განთიადს ისეთი ძალა აქვს, რომ ყოვლად მშრალ წარმოსახვასაც კი აღაგზნებს ხოლმე”.
* * *
“ყველაფერი კვდება, ყველაფერი იცვლება. არც ერთი ჩვენგანი… არც ერთი ჩვენგანი არ არის უკვდავი!.. – (ავტორი გენია.ჯი)