ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებიდან
“ყველაფერზე უცნაური ისაა,ხანდახან ქვეყნის მოწესრიგებას რომ აპირებთ,ვის არ გადასწვდებით ლაპარაკში,ვიღას არ გაკრავთ კბილს.მთელი კაცობრიობის გამოსწორებას აპირებთ ხოლმე,გარდა ერთადერთი ადამიანისა – საკუთარ თავს არ ათვლით იმ ლეგიონში.კეთილი ინებეთ და, უფრო სწორი იქნება,ჯერ საკუთარ თავებს რომ მიჰხედოთ”. – (ჩემი ბუჭუტა,ჩვენი ტერეზა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყური დამიგდეთ! ყველაფერი წონასწორდება,დაიმახსოვრეთ,სუყველაფერი – ან ადრე,ან გვიან,ან… მერე!” – (ჩემი ბუჭუტა,ჩვენი ტერეზა)
* * *
“გულის მოფხანამ დამშვიდება იცის,დამშვიდებამ – გაარხეინება,არხეინობამ – ჰეე,არხეინობამ დაღუპა ბევრი”. – (ჩემი ბუჭუტა,ჩვენი ტერეზა)
* * *
“ბუნებისაგან ისწავლეთ წელიწადის დროთა ფერადოვანი ერთგულება,დინჯად,დამარცვლით გაიმეორეთ,ისინი ოთხია – გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი,ხომ ყველას გახსოვთ? მეტი არაა ჩემი მტერი… ისწავლეთ დღეთაგან მათი ცვალებადი მუდმივობა,ისიც ოთხია – დილა,დღე,საღამო,ღამე… გაიხედეთ ოთხსავე მხარეს, და თუ გწადიათ ყველგან შენიშნავთ საინტერესოს,ლამაზსა და ამოუხსნელს; წვეთისაგან ისწავლეთ ის სიჯიუტე,საუკუნეეთა განმავლობაში ლოდებს რომ ბურღავს,ველზე დაგდებულ ლოდთაგან შეითვისეთ ამტანობა,ხეე3ბისაგან – იმ მიწისადმი ერთგულება,სადაც რომ იშვნენ… ქარისაგან ისწავლეთ სილაღე, მიწისაგან – ჩუმი გულუხვობა,გველშიაც კი უნდა შენიშნოთ სილამაზე”. – (ჩემი ბუჭუტა,ჩვენი ტერეზა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“შენი წყალობით ადამიანები უნდა გახდნენ უკეთესები,ვიდრე არიან – აი,პრობლემა”.– (იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი,ანუ გრიშა და მთავარი საქმე)
* * *
“დიადი საქმის შესრულება ძალუძს მხოლოდ იმ ხელებს,რომლებიც თავს ემორჩილებიან”. – (ნაბიჯი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყოველთვის არსებობს გამოსავალი,ოღონდ მიგნება უნდა”. – (მიხეილი და ალექსანდრე)
* * *
“სადაც გინდა,წადი,ოღონდ შენი “საკმარისი გონება” სადმე არ დაგრჩეს!” – (მიხეილი და ალექსანდრე)
* * *
“ზედმეტად პრაქტიკულობა არ ვარგა,რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი ძალიან მშრალი ხდება.მაგრამ ყველა უნდა იყოს იმდენად პრაქტიკული,რამდენადაც საჭიროა”. – (მიხეილი და ალექსანდრე)