ამონარიდები ფრანგი მწერლების ნაწარმოებებიდან…

“არაფერი არ უნდა მიიღო სერიოზულად.ბოლოს და ბოლოს,ასე ცხოვრება ხომ უფრო იოლია.უნდა იცოდე,რომ ყველაფერს ერთი ფასი აქვს,რომ გამარჯვება თუ დამარცხება,სიკეთე თუ ბოროტება,აღიარება თუ სიძულვილი რაღაცას ნიშნავს მხოლოდ იმ მიწაზე მღოღავი ჭიანჭველების,იმ საცოდავ კაცუნათა თვალში,რომლებიც თავის პაწაწინა პლანეტაზე იბადებიან,რათა ერთად გაიფურჩქნონ და დაიხოცონ.დიახ,ცხოვრება ბევრად უფრო იოლი ხდება,თუ გახსოვს,რომ ბოლოს და ბოლოს ამაოებაა ყოველივე”. –  ჟან მარსელ ბრიულერი (უარყოფა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ყველგან საზიზღარი ფული აბილწებს ადამიანთა სულს.თუ მართლა მწადია წმინდანობა,ჭეშმარიტად ისღა დამრჩენია,მარტოდმარტო,განდეგილად ვიცხოვრო უდაბურ კუნძულზე”. – ემანუელ რობლესი (თეთრი მიხაკები)

* * *

“დიახ,უანგარობას მოვითხოვ ყველა მეგობრისაგან”. – რომენ მარი (ტარატონგას საჩუქარი)

* * *

“არ ღირს გულახდილად უწოდო თავისი სახელი ადამიანებსა და საგნებს!” – გაბრიელ სიდონი (ჟიჟი)

* * *

“მირჩევნია კარგი წარსულის მოგონებებით ვიცხოვრო,ვიდრე საძაგელი აწმყოთი”. – გაბრიელ სოდონი (ჟიჟი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“გამარჯვების მოსაპოვებლად ძალაა საჭირო,ბატონობისათვის კი ეს ცოტაა”. – ჟან მარსელ ბრიულერი (ზღვის დუმილი)

* * *

“კარგი იქნებოდა,ზოგიერთი ადამიანი თავსაც რომ ყბებივით ამუშავებდეს’. – გაბრიელ სოდონი (ჟიჟი)

* * *

“მარტოხელები არ ხდებიან, მარტოხელებად რჩებიან ხოლმე. ამ სიტყვას ზოგჯერ ისეთი ძალა აქვს, რომ საჭირო აღარაა სხვა განმარტების ძებნა”. – ერვე ბაზენი (ქორწინებათა ბიურო)

* * *

“ვითომ რა მოხდა,რომ მენდნენ? ძროხებიც და ცხვრებიც გვენდობიან,ვეალერსებით,ვანებივრებთ,მერე კი ვკლავთ და ვჭამთ”. – ჟან მარსელ ბრიულერი (უარყოფა)

* * *

“დიდ პატივს ვცემ ყველას,ვისაც უყვარს თავისი სამშობლო”. – ჟან მარსელ ბრიულერი (ზღვის დუმილი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>