კამილო ხოსე სელა – “ბავშვობა დაკარგული სამოთხეა”
“ბავშვობა დაკარგული სამოთხეა,მაგრამ ჩვენ ვბრუნდებით ხოლმე ამ სამოთხეში.ჰოდა,მისის ჯონსონიც დაბრუნდა,როდესაც ოთხმოცდაექვსი წლისამ ქვიშაზე სათამაშოდ თოჯინა მოიპარა.
მისის ჯონსონი,თოჯინის ბედნიერი მფლობელი,სამოთხის ნეტარი ბინადარი (მერე რა,რომ სამი მეოთხედი საუკუნით დაიგვიანა?),სასამართლოს წინაშე წარსდგა მთელი თავისი გაძვალტყავებული სილამაზით.”მე ისე მინდოდა, – თქვა მან, – ისე ძალიან მინდოდა პლაჟზე მეთამაშა”.მოსამართლე გონიერი კაცი გახლდათ და იცოდა,რომ ცხოვრება სენდვიჩივითაა – ბედნიერების დღეებს მრავალი წლის ბრძოლები ენაცვლება.ჰოდა,მან გაათავისუფლა მისის ჯონსონი იმ საბაბით,რომ პრინციპი “სხვებმა ჭკუა ისწავლონ” ოთხმოცდაექვსი წლის დამნაშავეებს არ მიესადაგება.
მისის ჯონსონი,იმ გოგონასავით დარცხვენილი,ვინც ჩუმად შესანსლა მურაბა,თავჩაქინდრული გაეშურა სახლისაკენ – აკი ქველმოქმედმა მოსამართლემ დატუქსა და უბრძანა,მკაცრად–მკაცრად უბრძანა,მომავალში უკეთესად მოიქეციო.
მაგრამ,განა მისის ჯონსონი ცუდად იქცეოდა? განა შესცოდა? არა,მან მხოლოდ გაიგონა ბუკის ხმა,დაჟინებული ძახილი ბავშვობისა,იმ სამოთხისა,რომლის მიტოვება ჩვენ არა და არ გვინდა. (ავტორი გენია.ჯი)
მისის ჯონსონი ცუდად არ იქცეოდა და მოსამართლემაც მშვენივრად იცის,რომ ცუდად არ იქცეოდა,მაგრამ არ იტყვის.ბავშვი ხომ – რა საძაგლადაც უნდა ეჩვენებოდეს იგი გადიას – არასოდეს იქცევა ცუდად; ყოველ შემთხვევაში,არ იქცევა ცუდად ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით.
ცუდი საქციელი უფროსების პრივილეგიაა,ბავშვებისათვის იგი უცნობია; უცნობია იგი მოხუცებულებისთვისაც,რომლებიც ხრახნიდან ამოვარდნილი ჭანჭიკივით მხიარულ და სულელურ ბავშვობას უბრუნდებიან.
მისის ჯონსოსნ გაგიჟებით,მოუთმენლად მოუნდა ქვიშაზე თოჯინით თამაში; მაგრამ მისი ყველა თოჯინა სიბერისაგან მიიცვალა ჯერ კიდევ ინგლისისა და ბურების ომამდე.ჰოდა მანაც ახალი აიღო,ვიტრინიდან.
ბოშებისა და მხატვრების მსგავსად,ბავშვებმა არ იციან კერძო საკუთრება.ისინი ისევე იოლად იპარავენ,როგორც გააჩუქებენ.ისინი იპარავენ და არიგებენ ერთი და იმავე მიზეზით.ძუნწი,ქვაწვია და ხელმოჭერილი ბავშვი არ არსებობს – ამითაც ჰგავს იგი მხატვრებსა და ბოშებს.
მისის ჯონსონმა ვიტრინიდან თოჯინა აიღო ისევე ბუნებრივად,ჩვეულებრივად,როგორც სუნთქავს ან კიდევ,როგორც ფეთქავს ბებერი გული მის დაჩაჩანაკებულ სხეულში.მისი უკეთური ნაბიჯი (“ნაბიჯი” ვუწოდოთ) შეიძლება დანაშაულიც არის,მაგრამ ცოდვას ვერ დავარქმევთ; მისის ჯონსონს არავისთვის ცუდი არ ეწადა,როცა თავის მოპარულ თოჯინასთან განმარტოებული,ზღვის პირას,ქვიშაში თამაშობდა. (ავტორი გენია.ჯი) იმაზე მეტად არ შეუცოდავს,ვიდრე მაშინ,იმ შორეულ 1870 წელს,თავის პირველ ბავშვობაში,როცა ჯერ კიდევ სამოთხის ზღურბლზე არ გადმოებიჯებინა.
იქნებ,მისის ჯონსონი მდუღარე ცრემლებს აფრქვევდა,შინ რომ დაბრუნდა.იქნებ,ვაწყენინეთ კიდეც,ისევე როგორც სხვა ბავშვებს.მაგრამ ბავშვები – ეს საოცრებათა საოცრებანი არიან,ძალიან მალე ინუგეშებენ თავს; ალბათ,მისის ჯონსონმაც ბევრი იცინა თავის უბედურებაზე.ხალიჩაზე მოიკალათა ახალი თოჯინით,რომელიც,ალბათ,ვინმემ მოიფიქრა და აჩუქა.მოიკალათა და ბედნიერ და უცნაურ ბავშვურ ფიქრებს მიეცა.ბავშვები ხომ სამოთხეში ცხოვრობენ,მოხუცები კი უბრუნდებიან სამოთხეს – კარი მაგრად არ არის დაკეტილი.მისი გაღება შეუძლია ცხოვრების დასასრულს მოპოვებული უმანკოების უმცირეს ქროლვას.ეს დიდი ხნის წინათ დაკარგული ბეჭდის პოვნასა ჰგავს.
შესაძლოა,დუქნის პატრონს,ვისაც მისის ჯონსონმა თოჯინა მოპარა,ცოტათი მაინც (რაც მეტად იქნება,მით უკეთესია) ქენჯნის სინდისი.მაგრამ მისის ჯონსონი,ისევე როგორც სხვა ბავშვები,ბოროტებას გულში არ ჩაიხვევს და დილდილობით,თოჯინით ხელში ზღვის ნაპირისკენ მიმავალს მედუქნე თუ შემოეყრება,გაუღიმებს კიდეც”. – (ავტორი გენია.ჯი)