ამონარიდები ფრანგი მწერლების ნაწარმოებებიდან…
“ალბათ არაერთხელ შეგინიშნავთ,რომ მეტად გაბედული ადამიანის ცხოვრებაშიც კი ხანდახან დგება საბედისწერო ჟამი,როდესაც შეუძლებელია ბრძოლა და მაშინ სიკვდილზე ფიქრი შვებად ევლინება კაცს.
გინდა დახუჭო თვალი,რომ აღარასოდეს გაიღვიძო,აღარ გესმოდეს შეკითხვები,საყვედურები… ბევრი ჩვენგანი მისცემია ასეთ ოცნებას,გამოუთქვამს ასეთი სურვილი… მაგრამ,რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა,ადამიანები ვერ ბედავენ თავის მოკვლას.ეს ამბავი სავსებით გასაგებია,როცა გავიხსენებთ იმათ,ვინც შეეცადა სიცოცხლეს გამოსალმებოდა.ცნობილია,რომ თვითმკვლელობათა უმრავლესობა მარცხით მთავრდება.ერთმა კაცმა,თავის მოკვლა რომ დააპირა,ტყვიით მხედველობის ნერვი დაიზიანა და სამუდამოდ დაბრმავდა.მეორემ კი,როცა ისურვა საუკუნოდ დასძინებოდა,ძილის წამალი მიიღო,მაგრამ დოზაში მოტყუვდა და სამი დღის შემდეგ დამბლადაცემულსა და აზროვნებადაკარგულს გამოეღვიძა.თვითმკვლელობა ისეთი ხელოვნებაა,რომელიც ვერ იტანს ვერც უმეცრებას და ვერც დილეტანტობას,თანაც საშუალებას არ აძლევს ადამიანს მიიღოს სათანადო გამოცდილება”. – ანდრე მორუა (სასტუმრო “თანატოსი”) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – უცნაურია ხალხი,ძეგლად ქცეულს გეთაყვანებიან.მათთან ცხოვრება კი შეუძლებელია”. – ალბერ კამიუ (იონა,ან მხატვარი მუშაობისას)
* * *
“აღარ შეიძლება ითქვას,ესა და ეს ადამიანი ბოროტი ან უშნოაო,უნდა ითქვას,რომ მას სურს იყოს ბოროტი ან უშნო”. – ალბერ კამიუ (იოან,ან მხატვარი მუშაობისას)
* * *
“ძალა აღემატება სამართალს”. – ლუი არაგონი (რომაული სამართალი აღარ არსებობს) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სხვისი ჭირის გადასატანად ყველა ჩვენგანს საკმარისი გამბედაობა შესწევს”. – ანდრე მორუა (სასტუმრო “თანატოსი)
* * *
“საერთოდ,ადამიანი კეთილისმსურველი ცხოველია,თუ მას შური ან შიში არ ტანჯავს”. – ანდრე მორუა (ერთი კარიერის ამბავი)
* * *
“ადამიანებს გვჩვევია,გენიოსები მხოლოდ შორი მანძილიდან ვიგუოთ”. – ანდრე მორუა (ერთი კარიერის ამბავი)
* * *
“სიძულვილი სასიამოვნოც არის და სასარგებლოც.აწეწილ ნერვებს უწყნარებს და ასვენებს ადამიანს”. – ფრანსუა მორიაკი (პატარა მაიმუნი)
* * *
” – სიყვარულს გაუღო გულის კარი,ბაგე აჩუქო უსაყვარლეს ადამიანს,ეს იგივეა თვალი გაუსწორო სინათლეს”. – რომენ როლანი (პიერი და ლუსი)
* * *
“გონებამ ბრბოსა და სახელმწიფოსაგან განცალკევებით უნდა შექმნას საკუთარი კანონები და მას მისდიოს”. – რომენ როლანი (პიერი და ლუსი) – (ავტორი გენია.ჯი)