ამონარიდი ლევ ტოლსტოის რომანიდან – “აღდგომა”
“ერთ–ერთი ჩვეულებრივი და გავრცელებული ცრურწმენაა,თითქოს ყოველ ადამიანს მოეპოვება თავისი განსაზღვრული თვისებანი,რომ არსებობს ადამიანი კეთილი,ბოროტი,ჭკვიანი,სულელი,ენერგიული,აპათიური და ა.შ. ადამიანები ასეთნი არ არიან.ადამიანები მდინარეებივითაა: წყალი ყველგან ერთნაირი და ყველგან ერთი და იგივეა,მაგრამ ყოველი მდინარე ზოგან ვიწროა,ზოგან ჩქარი,ხან ფართოა,ხან წყნარი,ხან წმინდა,ხან ცივი,ხან ამღვრეული,ხან თბილი.ადამიანებიც ასეა.თვითეული ადამიანი თავისთავში ატარებს ყველა ადამიანურ ჩანასახს და ზოგჯერ ამჟღავნებს ერთს,ზოგჯერ მეორეს და ხშირად ხდება,რომ სულ არ ჰგავს თავის თავს… ზოგჯერ ადამიანში ეს მონაცვლეობანი ძალზე მკაფიონი არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)